რაგბი

14:35 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნების” შეხვედრა მომავალ მედიკოსებთან

ახალგაზრდა თაობაში რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, სისტემატიური ხასიათი მიიღო “ბორჯღალოსნების” შეხვედრებმა სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

29 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს “ბორჯღალოსნები” დავით კაჭარავა და გიორგი ბეგაძე შეხვდნენ. სტუდენტებს რაგისტები რექტორის მოადგილემ – გიორგი აბესაძემ წარუდგინა.

შეხვედრას ადგილობრივების გარდა, უცხოელი სტუდენტებიც დაესწრნენ. “ბორჯღალოსნებმა” ისაუბრეს ქართული რაგბის წარსულზე, წარმატებებსა და კარს მომდგარ ნოემბრის ტესტებზე.

მომავალი მედიკოსები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ “ბორჯღალოსნების” მოწოდებას, მოსულიყვნენ ტესტებზე მათ საქომაგოდ.

www.rugby.ge

0.140951