2014 წლის ევროპის ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ საშინაო მატჩამდე ერთი კვირა რჩება. 22 თებერვალს, ქართველი “ბორჯღალოსნები” რუს “დათვებს” “დინამო არენაზე” უმასპინძლებენ. მატჩის დასაწყისი 17:00 საათზეა.
საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი მორიგი თბილისური შეხვედრის ბილეთები 17 თებრვლიდან (ორშაბათი) გაიყიდება. ბილეთების გაყიდვა მხოლოდ “დინამო არენას” სალაროებში იწარმოებს და მათი შეძენა ყოველდღიურად დილის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.
სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით, ჩვენი ბიჭების ყველა ქომაგს მოგმართავთ, რომ 22 თებერვალს მობრძანდეთ სტადიონზე, ყველანი მხარში დავუდგეთ “ბორჯღალოსნებს” და სარაგბო ტრადიციებიდან გამომდინარე, პატივი ვცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს და მათ გულშემატკივრებს.
რაგბი ჩვენი თამაშია!
www.rugby.ge