ფეხბურთი

1:57 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოპს საიუბილეო მატჩი ჟინიაკმა ლამაზი გოლით მიულოცა

„მარსელის“ 58 წლის დამრიგებელმა, ელი ბოპმა საფრანგეთის ლიგა ერთში გუნდს მეხუთასედ უთავკაცა. გუნდმა მთავარ მწვრთნელს საიუბილეო მატჩი 3 ქულის აღებით, ხოლო ანდრე პიერ ჟინიაკმა ძალიან ლამაზი გოლით მიულოცა.

მიმდინარეობდა აიაჩოში გამართული შეხვედრის 39-ე წუთი, როდესაც ჟინიაკმა ფლაგიდან ჩაწოდებული ბურთი მკერდით მიიღო და საჯარიმოს გარედან დარტყმით, ის კარში გადაგზავნა. ამ დარტყმით, 27 წლის თავდამსხმელმა ანგარიში 1:2 გახადა. მანამდე, თითო გოლი პაიესა და პეროცოს ჰქონდათ გატანილი. მე-2 ტაიმში, თავი ტოვინმაც გამოიჩინა და  ზედიზედ მე-2 მოგებით „მარსელმა“ ოთხეულში შეაბიჯა.

 

აიაჩო-მარსელი 1:3 (1:2)

აიაჩო, “ფრანსუა კოტი

აიაჩო (4-4-2): ოჩოა, ჰენგბარტი, პეროცო, დიელნა, კრესცენზი , ანდრე, პიერაცი, კავალი (გონსალვესი 63), ლასნე, ედუარდო (არაში 72), ტალო (კამარა 59)

მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, დიავარა, მენდი, რომაო, შეირუ, ტოვინი (კალიფა 85), ვალბუენა (ლემინა 72), პაიე, ჟიანიკი (ჯ. აიუ 78)

მწვრთნელი: ელი ბოპი

გოლები: 0:1 პაიე (27), 1:1 პეროცო (31), 1:2 ჟინიაკი (39), 1:3 ტოვინი (59)

გაფრთხილებები: კავალი 17, პიერაცი 48, პეროცო 52, კამარა 83 - ტოვინი 16

მსაჯი: ლიონელ ჯაფრედო

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 10 (3)-19 (7), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 5-0, სეივი: 4-2, ჯარიმა: 17-19.

0.110443