ჩვენებურთა არნემის “ვიტესის” შემტევმა ვილფრიდ ბონიმ კარიერა, შესაძლოა, ინგლისური პრემიერლიგის “სუონსიში” გააგრძელოს. The Mirror-ის ცნობით, უელსური კლუბი მზადაა, 24 წლის ივუარელში 13,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ამ ზაფხულს ბონი ერთობ პოპულარულია ევროპაში. შეგახსენებთ, რომ მისი გადაბირება სურთ ინგლისურ “ევერტონს”, “ლივერპულსა” და “ვესტ ჰემს”, ასევე რუსულ “ანჟის”, “რუბინს”, “ტერეკსა” და ცსკა-ს.