სხვა

13:09 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბონდარენკოს საოცარი შედეგი – 2,41!

 

24 წლის უკრაინელმა სიმაღლეზე მხტომელმა ბოგდან ბონდარენკომ ერთი კვირის წინ ბირმინგემის ეტაპი კარიერის საუკეთესო შედეგით – 2,36 მ – მოიგო. ლოზანაში, ლიგის მერვე ეტაპზე კი მაჩვენებელი ერთბაშად 5 სანტიმეტრით გააუმჯობესა და 1994 წლის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო შედეგი აჩვენა – 2,41!

ბოლო, ვინც ამაზე მაღლა შემოდებულ თამასას გადაევლო, ლეგენდარული კუბელი ხავიერ სოტომაიორი გახლდათ – მან 1994-ში 2,42 მეტრი დაიპყრო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეკორდი, რომელიც იმავე სოტომაიორმა 1993 წელს დაამყარა, 2,45 მეტრს უდრის.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ეტაპზე გამარჯვება გაინაღდა, ბონდარენკომ სოტომაიორის რეკორდის დამხობაც სცადა და თამასა 2,46 მეტრის სიმაღლეზე შემოადებინა. და, მართალია, ამ ჯერზე მისი დალაშქვრა ვერ მოახერხა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სეზონამდე მისი პირადი რეკორდი მხოლოდ 2,31 მეტრს შეადგენდა, მისგან ალბათ კიდევ უფრო მეტსაც უნდა ველოდეთ.

აქვე აღსანიშნავია შარშანდელი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნის, 22 წლის ამერიკელ ერიკ კაინარდის კარგი გამოსვლაც – მან თავისი პირადი შედეგი ერთი სმ-ით გააუმჯობესა – 2,37 – და მეორე ადგილზე გავიდა.

30 წლის ამერიკელმა სპრინტერმა ტაისონ გეიმ, რომელმაც ახლახანს გამართულ აშშ-ის პირველობაზე ორივე დისტანცია – 100 მ და 200 მ – სეზონის საუკეთესო შედეგით მოიგო, 100 მეტრზე ლოზანაშიც დიდებულად ირბინა და პირველობა არავის დაანება – 9,79. ამ გამარჯვებით ის სალიგო რბოლაში აქამდელ ერთპიროვნულ ლიდერს – თანამემამულე ჯასტინ გეტლინს – გაუსწორდა. ახლა ორივეს 8-8 ქულა აქვთ.

ხორვატი ბადროს მტყორცნელი სანდრა პერკოვიჩი და შვედეთის სახელით მოასპარეზე ეთიოპელი, 1500 მეტრზე მორბენალი აბება არეგავი ისევ დაუმარცხებელნი არიან. მათ ანგარიშზე უკვე 5-5 გამარჯვებაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პერკოვიჩმა ბადრო 68,96 მეტრზე ტყორცნა, რაც წლის და ლიგის საუკეთესო შედეგია და მხოლოდ 15 სმ-ით ჩამორჩება მის პირად რეკორდს.

ეტაპის საუკეთესო შედეგის ჩვენება კიდევ ორმა მძლეოსანმა შეძლო – ბირთვის მკვრელ კაცთა შორის საერთო ჩათვლის ლიდერმა, ამერიკელმა რაიან უაიტინგმა და ეთიოპელმა სტაიერმა ქალმა ჰივოტ აიალევიმ (3000 მ. სტიპლჩეიზში).

უაიტინგმა თანამემამულესა და უმთავრეს კონკურენტ რიზ ჰოფასთან დაძაბულ ჭიდილში ბირთვი 21,88 მეტრზე გადააგდო და 5 სმ-ით აღემატა კრისტიან კანტველის მიერ იქ ორი წლის წინ ნაჩვენებ შედეგს.

აიალევიმ და მისმა თანამემამულე სოფია ასეფამ კი ისარგებლეს იმით, რომ რბოლის ფავორიტმა, კენიელმა მილცა ჩემოსმა ლოზანაში გამოსვლა ვერ მოახერხა და მის მიერ ორი წლის წინ დამყარებული ეტაპის რეკორდი გააუმჯობესეს. აიალევიმ ასეფას ფინიშის ხაზთან წამის სამი მეასედით მიასწრო – 9.17,66 – 9.17,69.

ასევე ეთიოპელთა გამარჯვებით დასრულდა 800 და 5000 მეტრზე გარბენები კაცთა შორის. პირველი 19 წლის მოჰამედ ამანმა მოიგო – მან უკანასკნელ 100 მეტრზე განხორციელებული აჩქარებით ფრანგ პიერ-ამბრუაზ ბოსს აჯობა და ამ გამარჯვებით საერთო ჩათლაში პირველი ადგილი გაიმყარა. მეორეში კი იენევ ალამირევმა თანამემამულე ჰაგოს გებრჰივეტთან ფინიშის სწორზე გამართულ ფიცხელ ბრძოლაში იმარჯვა და ამით მასთან საერთო ჩათვლაში ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა.

არაერთმა ფავორიტმა ისევ წაიფორხილა. 100 მეტრზე თარჯრბენში მოქმედმა მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ავსტრალიელმა სალი პირსონმა მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა – პირველი კვლავ წლევანდელი ლიგის ამერიკელი ლიდერი დონ ჰარპერ-ნელსონი იყო. ორგზის (2004, 2012) ოლიმპიურმა ჩემპიონმა 400 მეტრზე თარჯრბენში, დომინიკელმა ფელიქს სანჩესმა ლიგის პუერტორიკოელ ლიდერ ხავიერ კულსონთან დათმო. კვლავ დამარცხდა მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი სიგრძეზე ხტომაში, ამერიკელი ბრიტნი რიზი – ამჯერად ნიგერიელ ბლესინგ ოკაგბარესთან. ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია 400 მეტრზე რბენაში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა და საერთო ჩათვლის ლიდერმა ბოტსვანელმა ამანტლე მონტშომ – ლოზანაში მას ფინიშთან ამერიკელმა ფრანსინა მაკკორორიმ მიასწრო. პირველივე სიმაღლეზე გამოეთიშა ასპარეზობას ჭოკით ხტომაში მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ფრანგი რენო ლავილენი – გამარჯვება ბერძენ კონსტანტინოს ფილიპიდისს ხვდა წილად. კაცთა შორის სიგრძეზე ხტომაში ორსავე ფავორიტს, ამერიკელ კრისტიან ტეილორსაც და ფრანგ ტედი ტამგოსაც, მოულოდნელად 20 წლის კუბელმა პედრო პაბლო პიჩარდომ სძლია. ხოლო შუბოსანთა შეჯიბრში ორგზის (2004, 2008) ოლიმპიური ჩემპიონი, ნორვეგიელი ანდრეას თორკილდსენი უსახელო შვედ კიმ ამბთან დამარცხდა.

მომდევნო, მე-9, ეტაპი 6 ივლისს, პარიზში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში, 14 ეტაპად ტარდება; აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად, 2 და 1., ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.

 

ბრილიანტის ლიგა. 2013

მე-8 ეტაპი. 4 ივლისი. ლოზანა

 

(სსშ – სეზონის საუკეთესო შედეგი)

(ერ – ეტაპის რეკორდი)

 

კაცები

ბირთვის კვრა 

1. რაიან უაიტინგი (აშშ) 21,88 (ერ)

2. რიზ ჰოფა (აშშ) 21,58

3. დილან არმსტრონგი (კანადა) 20,75

საერთო ჩათვლა

1. უაიტინგი - 14 ქულა

2. ჰოფა - 9 ქ

3. დავიდ შტორლი (გერმანია) – 4 ქ

4. კორი მარტინი (აშშ) – 3 ქ

5. ხერმან ლუხან ლაურო (არგენტინა) – 2 ქ

5. არმსტრონგი – 2 ქ

7. ლადისლავ პრაშილი (ჩეხეთი) - 1 ქ

 

შუბის ტყორცნა 

1. კიმ ამბი (შვედეთი) 82,65

2. ანდრეას თორკილდსენი (ნორვეგია) 81,54

3. სტიუარტ ფარკუარი (ახალი ზელანდია) 80,42

საერთო ჩათვლა

1. ვიტეზსლავ ვესელი (ჩეხეთი) – 10 ქულა

2. ტერო პიტკემეკი (ფინეთი) – 8 ქ

3. თორკილდსენი - 7 ქ

4. ამბი - 4 ქ

5. არი მანიო (ფინეთი) - 2 ქ

5. დმიტრი ტარაბინი (რუსეთი) - 2 ქ

7. ტომას რიოლერი (გერმანია) – 1 ქ

7. ფარკუარი - 1 ქ

 

ჭოკით ხტომა

1. კონსტანტინოს ფილიპიდისი (საბერძნეთი) 5,72

2. აუგუსტო დუტრა (ბრაზილია) 5,62

3. რაფაელ ჰოლცდეპე (გერმანია) 5,62

საერთო ჩათვლა

1. ფილიპიდისი – 8 ქულა

1. ჰოლცდეპე – 8 ქ

3. რენო ლავილენი (საფრანგეთი) – 6 ქ

4. მალტე მორი (გერმანია) – 3 ქ

5. დუტრა – 2 ქ

5. ბიორნ ოტო (გერმანია) – 2 ქ

 

სიმაღლეზე ხტომა

1. ბოგდან ბონდარენკო (უკრაინა) 2,41 (სსშ, ერ)

2. ერიკ კაინარდი (აშშ) 2,37

3. ჯონას დასტი (აშშ) 2,30

საერთო ჩათვლა

1. ბონდარენკო – 14 ქულა

2. მუტაზ ესა ბარშიმი (ყატარი) - 10 ქ

3. კაინარდი - 6 ქ

4. დერეკ დრუინი (კანადა) – 1 ქ

4. რობი გრაბარზი (ბრიტანეთი) - 1 ქ

4. ალეკსანდრ შუსტოვი (რუსეთი) – 1 ქ

4. ჩან გუოვეი (ჩინეთი) – 1 ქ

4. ჯონასი - 1 ქ

4. დანილ ციპლაკოვი (რუსეთი) – 1 ქ

 

 

სამხტომი 

1. პედრო პაბლო პიჩარდო (კუბა) 17.58

2. ტედი ტამგო (საფრანგეთი) 17.40

3. კრისტიან ტეილორი (აშშ) 17,13

საერთო ჩათვლა

1. ტეილორი – 15 ულა

2. ბენჟამენ კომპაორე (საფრანგეთი) – 6 ქ

3. ტამგო - 5 ქ

4. პიჩარდო - 4

5. დანიელე გრეკო (იტალია) – 2 ქ

6. ალეკსეი ფიოდოროვი (რუსეთი) – 1 ქ

6. იოან რაპინიე (საფრანგეთი) - 1 ქ

6. გაეტან საკუ ბაფუანგა (საფრანგეთი) – 1 ქ

 

100 მ. 

1. ტაისონ გეი (აშშ) 9,79

2. ასაფა პაუელი (იამაიკა) 9,88

3. მაიკლ როჯერსი (აშშ) 9,96

საერთო ჩათვლა

1. ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 8 ქულა

1. გეი – 8 ქ

3. ნესტა კარტერი (იამაიკა) - 5 ქ

4. როჯერსი – 3 ქ

5. რაიან ბეილი (აშშ) – 2 ქ

5. უსაინ ბოლტი (იამაიკა) – 2 ქ

5. ჯეიმს დასაოლუ (ბრიტანეთი)- 2 ქ

5. პაუელი - 2 ქ

9. კესტონ ბლედმენი (ტრინიდადი) – 1 ქ

9. კიმ კოლინზი (სენტ კიტსი და ნევისი) - 1 ქ

9. ჯიმი ვიკო (საფრანგეთი) - 1 ქ

 

400 მ. თარჯრბენი 

1. ხავიერ კულსონი (პუერტო რიკო) 48,14

2. ფელიქს სანჩესი (დომინიკელთა რ-ა) 48,58

3. მამადუ კასე ჰანი (სენეგალი) 48.72

საერთო ჩათვლა

1. კულსონი - 12 ქ

2. მაიკლ ტინსლი (აშშ) – 9 ქულა

3. ჯონი დაჩი (აშშ) – 5 ქ

4. ჰანი (სენეგალი) – 2 ქ

4. ბერშონ ჯეკსონი (აშშ) – 2 ქ

4. სანჩესი - 2 ქ

4. რის უილიამსი (ბრიტანეთი) - 2 ქ

8. კორნელ ფრედერიკსი (სარ) – 1 ქ

 

800 მ.

1. მოჰამედ ამანი (ეთიოპია) 1.43,33       

2. პიერ-ამბრუაზ ბოსი (საფრანგეთი) 1.44,11

3. მარცინ ლევანდოვსკინ (პოლონეთი)

საერთო ჩათვლა

1. ამანი - 14 ქულა

2. დევიდ რუდიშა (კენია) - 8 ქ

3. პიერ-ამბრუაზ ბოსი (საფრანგეთი) – 4 ქ

4. ანდრე ოლივიე (სარ) – 3 ქ

4. ენდრიუ ოსაგიე (ბრიტანეთი) - 3 ქ

6. ჯობ კინიორი (კენია) – 1 ქ

6. ტიმოტი კიტუმი (კენია) – 1 ქ

6. ლევანდოვსკი - 1 ქ

 

5000 მ.

1. იენევ ალამირევი (ეთიოპია) 13.06,69

2. ჰაგოს გებრჰივეტი (ეთიოპია) 13.07,11

3. მუქთარ ედრისი (ეთიოპია)      13.08,23

საერთო ჩათვლა

1. გებრჰივეტი – 13 ქულა

2. ალამირევი – 11 ქ

3. მო ფარა (ბრიტანეთი) - 4 ქ

4. ვინსენტ კიპროპ ჩეპკოკი (კენია) – 2 ქ

4. ტომას პკევეი ლონგოსივა (კენია) – 2 ქ

6. იბრაჰიმ ჯეილანი (ეთიოპია) – 1 ქ

6. ისაია კიპლაგატ კოეჩი (კენია) – 1 ქ

6. ედრისი -1 ქ

 

ქალები

ბადროს ტყორცნა

1. სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია) 68,96 (სსშ, ერ)

2. იარელის ბარიოსი (კუბა) 67,36

3. ზინაიდა სენდრიუტე (ლიტვა) 63,82

საერთო ჩათვლა 

1. პერკოვიჩი – 20 ქულა 

2. ბარიოსი – 4  

2. ჯია ლიუის-სმოლვუდი (აშშ) - 4  

2. სენდრიუტე – 4  

4. ანნა რიუ (გერმანია) - 2  

6. მელინა რობერტ-მიშონი (საფრანგეთი) – 1  

 

სიგრძეზე ხტომა 

1. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) 6,98

2. ბრიტნი რიზი (აშშ) 6,96

3. შარა პროქტორი (ბრიტანეთი)  6,92

საერთო ჩათვლა

1. რიზი – 10 ქულა

2. პროქტორი – 8 ქ

3. ჯენი დელოჩ სუკუპი (აშშ) – 7 ქ

4. ოკაგბარე – 6 ქ

5. ელოიზ ლეზიუორი (საფრანგეთი) - 3 ქ

6. ელენა სოკოლოვა (რუსეთი) – 1 ქ

 

100 მ. თარჯრბენი 

1. დონ ჰარპერ-ნელსონი (აშშ) 12.53

2. კელი უელსი (აშშ) 12.58

3. ლოლო ჯონსი (აშშ) 12.60

საერთო ჩათვლა

1. ჰარპერ-ნელსონი – 16 ქულა

2. უელსი - 6 ქ

3. ტიფანი პორტერი (ბრიტანეთი) – 5 ქ

4. ლოლო ჯონსი (აშშ) – 3 ქ

5. სარა აერტსი (ბელგია) – 2 ქ

6. ვირჯინია კროუფორდი (აშშ) – 1 ქ

6. ქუინ ჰარისონი (აშშ) – 1 ქ

6. ბეატე შროტი (ავსტრია) – 1 ქ

 

200 მ. 

1. მარია რემენი (უკრაინა) 22,61

2. ლაშონტე მური (აშშ) 22,67

3. კიმბერლინ დანკანი (აშშ) 22,73

საერთო ჩათვლა

1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) - 6 ქულა

2. მიურიელ აურე (კოტ დ’ივუარი) – 4 ქ

2. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამაიკა) – 4 ქ

2. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) - 4 ქ

2. რემენი - 4 ქ

6. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 2 ქ

6. ივეტ ლალოვა (ბულგარეთი) - 2 ქ

6 ანიშა მაკლაფლინი (აშშ) – 2 ქ

6. შერონ სიმპსონი (იამაიკა) – 2 ქ

6. მური - 2 ქ

11. შალონდა ზოლომონი (აშშ) – 1 ქ

11. მირიამ სუმარი (საფრანგეთი) – 1 ქ

11. დანკანი -1 ქ

 

400 მ. 

1. ფრანსინა მაკკორორი (აშშ) 50,36

2. ამანტლე მონტშო (ბოტსვანა) 50,37

3. ნოვლინ უილიამს-მილსი (იამაიკა)50.87

საერთო ჩათვლა

1. მონტშო – 16 ქულა

2. მაკკორორი - 7 ქ

3. ოჰურუგუ - 5 ქ

4. ნატაშა ჰასტინგსი (აშშ) - 3 ქ

5. ელისონ ფელიქსი (აშშ) – 2 ქ

5. უილიამს-მილსი - 2 ქ

 

1500 მ. 

1. აბება არეგავი (შვედეთი) 4.02,11

2. სიფან ჰასანი (ეთიოპია) 4.03,73

3. სიჰამ ჰილალი (მაროკო) 4.04,58

საერთო ჩათვლა

1. არეგავი – 20 ქულა

2. გენზებე დიბაბა (ეთიოპია) - 3 ქ

3. ჰასანი - 2 ქ

3. ფაით ჩეპნგეტიჩ კიპიეგონი (კენია) - 2 ქ

3. ნენსი ჯებეტ ლანგატი (კენია) - 2 ქ

3. ჰელენ ობირი (კენია) – 2 ქ

7. ჰილალი - 1 ქ

7. ბრენდა მარტინესი (აშშ) – 1 ქ

7. ეკატერინა შარმინა (რუსეთი) - 1 ქ

7. ჯენი სიმპსონი (აშშ) – 1 ქ

 

3000 მ. სტიპლჩეიზი

1. ჰივოტ აიალევი (ეთიოპია) 9.17,66 (ერ)

2. სოფია ასეფა (ეთიოპია) 9.17,69

3. ეტენეშ დირო ნედა (ეთიოპია) 9.24,40

საერთო ჩათვლა

1. ლიდია ჩეპკურუი (კენია) - 10 ქულა

2. მილცა ჩემოსი (კენია) - 8 ქ

3. ასეფა - 8 ქ

4. აიალევი - 6 ქ

5. ეტენეშ დირო ნედა (ეთიოპია) – 3 ქ

0.115557