ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ჩინებულად ასპარეზობს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია. მარიამმა მე-4 გამარჯვება იზეიმა და ფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 16 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, რაზეც ისიც მოწმობს, რომ არცერთ სეტში სამ გეიმზე მეტი არ დაუთმია.
ნახევარფინალში ბოლქვაძე მე-5 ნომრად განთესილ ყაზახ ეკატერინა კლიუევას გაეჯიბრა და 6:2, 6:1 მოიგო.
ფინალში მარიამის მეტოქე მე-6 რეიტინგის მქონე უზბეკი ვლადა ეკშიბაროვა იქნება, რომელმაც ნახევარფინალში რუს მარია ცაკანიანს 6:2, 7:5 სძლია.
ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ბოლქვაძეს 9 ქულით 1067-ე ადგილი უკავია, ხოლო ეკშიბაროვა 23 ქულით 793-ე გახლავთ.
ასტანაშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა ალექსანდრე მეტრეველსაც, თუმცა მიზანს ვერ უწია. მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში პირველი რეიტინგის მქონე ყაზახ დენის იევსეეთან 5:7, 6:7 (3:7) წააგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარემ აგერ ჩემი მეზობელი წაიყვანეთ როსელ, 2 მეტრაზე მეტია მაინც სიმაღლეში და გრძელი ხელები აქვს....არ გააწყალეს გული კაცო
ვიცი აგენის ამბავი, საბოლოო ჯამში ვალდესზე დებილს მოიყვანენ
ჩინგრინსკი დაიბრუნეთ და კარში ჩააყენეთ
ამათმა რომ არ განერვიულონ ისე ხომ არ შეუძლიათ.
ისე იზავენ ვალდესი გაგვიხდება სანატრელი.
ტერ შტეგენი მოიყვანეთ---ვის რად გინდათ 30წლის განუვითარებელი მეკარე
არ გაუშვებენ ვალდესს არააააა
an espaneli an dzadzamiavo
.
an espaneli an dzadzamiavo
.
დღეს ლაციო-იუვეა რატომ არაფერს წერთ წინასამატჩოდ?!
ეს მალიორკაში ძაან მაგარი იყო და ზოგადად არ არის ცუდი მეკარე!! პროსტა ვალენსიაში ვერ ითამაშა.
ისე გუაიტა კაი ვარიანტია, ვალენსიას დიეგო ალვეშიც კარგი მეკარე ყავს და ცოტა მაყუთსაც გააკეთებენ.
მაღირსეთ ნორმალური მეკარე
შტეგენი თუარ მყოავთ,მართლა ამ რეინას მოყვანას მაინც ვალდესის დარჩენა ჯობს
ან ტერ შტეგენი ანდა დარჩეს ვალდესი
კაი ვეტყვი და დატოვებენ ვალდესს

და გამოადგება ბარსელონას ეს მეკარე 44 გოლი აქვს გაშვებული წელს