16 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მოგების შანსს ინარჩუნებს. მარიამმა კახეთში მიმდინარე შეჯიბრზე უკვე მე-3 გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში გააღწია.
ამჯერად, ბოლქვაძის მეტოქე ავსტრალიელი ჩანტელ რიგოცი იყო, რომელსაც ჩვენებურმა 6:2, 6:3 სძლია. ფინალის საგზურისთვის ბოლქვაძე რუსეთის სახელით მოთამაშე ტამარა ფხაკაძეს ეთამაშება და რევანში აღების შანსიც მიეცემა, რადგანაც ან უკანასკნელმა მეოთხედფინალში თამარ კუტუბიძეს 6:3, 6:3 მოუგო.
მე-2 ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილი რუსი იულია კალაბინა და მე-5 განთესვის მქონე მოლდოველი იულია ანასტასია ვდოვენკო ითამაშებენ.