ჩოგბურთი

15:56 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ნეთანიას ტურნირის ფინალში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძე ისრაელის ქალაქ ნეთანიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების ფინალში გააღწია.

ბოლქვაძემ და რუსმა ანასტასია პრიბილოვამ მე-4 ნომრად განთესილ ებრაულ დუეტს (კრივოშაპოვი-პუსკარევსკი) 6:2, 6:0 მოუგეს, ტიტულისთვის კი პირველი რეიტინგის მქონე ავსტრიულ-ჩეხურ დუეტს (კიონიგი-სტეფკოვა) გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ძალებს ერთეულთა ტურნირშიც სცდიდა, თუმცა, პირველივე რაუნდში ხსენებულ კიონიგთან 5:7, 1:6 წააგო.

0.116055