ჩოგბურთი

3:01 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე მერვედფინალშია

16 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ინგლისის ქალაქ გლოსტერში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მორიგი გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითად ბადეში კი ფრანგ ოსეან ადამს დაუპირისპირდა და 6:4, 6:1 სძლია.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი იტალიელი ანა-ჯულია რემონდინა იქნება, რომელმაც შვეიცარიელი ლისა საბინო 6:0, 6:0 გაანადგურა.

ცნობისთვის, ამჟამად, ბოლქვაძე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (ჭთA) რეიტინგში 5 ქულა გააჩნია და 1197-ე ადგილზე იმყოფება.

0.145289