ფეხბურთი

23:18 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე “დილაში” რჩება

15 თებერვალს “დილა” თურქული შეკრებიდან შინ დაბრუნდა. რამაზ სოღოლაშვილმა გუნდი ორი დღე დააასვენა, დღეს კი გორში ქართლის სტადიონზე პირველი ვარჯიშიც შედგა.

გუნდთან ერთად ივარჯიშა დავით ბოლქვაძემ, რომელიც ბელარუსიის უმაღლესი ლიგის გუნდში აპირებდა გადასვლას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან მოუწია დაბრუნება და მეორე ეტაპზე კვლავ “დილაში” ითამაშებს.

ასევე “დილაშია” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს და რამოდენიმე დღეში შეუერთდება გუნდს.

სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მოახლოებული დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელიც 22 თებერვალს 14:00 საათზე ქუთაისში დაიწყება.

ერთი დღით ადრე, 21 თებერვალს, გორის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ახალწვეულების წარდგენა შედგება. დასაწყისი 12:00 საათზე.

www.fcdila.ge

0.118593