ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებულად ასპარეზობს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.
ბოლქვაძემ პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული კსენია შაფიროვა 6:3, 6:3 დაამარცხა, შემდეგ მე-2 ნომრად განთესილ იულია ვალეტოვას 6:1, 6:3 სძლია, მეოთხედფინალში კი მე-8 რეიტინგის მქონე ანა გრიგორიანს აჯობა – 6:2, 6:3. აღსანიშნავია, რომ სამივე მეტოქე რუსეთს წარმოადგენდა.
ნახევარფინალში ბოლქვაძის მეტოქე მე-5 რეიტინგით მოასპარეზე – ეკატერინა კლიუევა (ყაზახეთი) იქნება.
წყვილთა შეჯიბრში ქართველი ჩოგბურთელი
ნახევარფინალში ბოლქვაძე და ზუბკოვა პირველი რეიტინგის მქონე რუს დმიტრიევას და უზბეკ ფოლტსს გაეჯიბრებიან.
ასტანაშივე მიმდინარე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირში ნახევარფინალში ითამაშებს მე-3 რეიტინგის მქონე ალექსანდრე მეტრეველი. ქართველმა ჩოგბურთელმა მე-5 რეიტინგის მქონე ყირგიზი დანიარ დულდაევი დაჯაბნა – 6:3, 7:6 (7:5), ფინალის საგზურისთვის კი პირველი რეიტინგით მოასპარეზე ყაზახი დენის იევსეევს დაუპირისპირდება.
გიორგი ჯავახიშვილმა რუსი დმიტრი სურჩენკოსთან გამარჯვების (6:2, 7:5) შემდეგ კიდევ ერთ რუს ევგენი ტიურნევთან 3:6, 5:7, 1:6 წააგო. თავის მხრივ, რუსვე ილია შაცკისთან 5:7, 6:7 (1:7) დამარცხდა გიორგი ცივაძე.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ჯავახიშვილი და ცივაძე მეტრეველს და ყაზახ ხაბიბულინს გაეჯიბრებიან.