დღეს საქართველოს ერონული ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. რუსთავში “ფოლადზე” მასპინძლებს “ზესტაფონი” ეწვია. პირველ ტაიმში “ზესტაფონმა” ლანჩხუთელებს აჯობა, შემდეგ კი გუნდმა დამაჯერებლობა დაკარგა. ზოგიერთი ეპიზოდი იმერული კლუბის სრული უპირატესობითა და ამავდროულად მათ მიერვე მოულოდნელად დაშვებული შეცდომებით მიმდინარეობს, რაც ხშირად გეგუჩაძის გუნდისთვის არასასურველ შედეგს იძლევა.
შიმშილის ზღვარზე მყოფი რუსთავის “მეტალურგის” ძლიერება მოტივაციაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელები საოცრად მოტივირებულნი არიან ხოლმე, რაც დღევანდელ მატჩმაც გვიჩვენა.
თავდაპირველი უპირატესობა ზესტაფონელებმა პირველ ტაიმში ასახეს ტაბლოზე - მე-14 წუთზე ფანცულაიამ გაიტანა. გეგუჩაძის ფეხბურთელები მეტს მოძრაობდნენ, უფრო სწრაფად მოქმედებდნენ, მაგრამ წმინდა საფეხბურთო კუთხით ნაკლებად ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს. გამომდინარე მწვრთნელისგან, რომელიც ყოველთვის შორს იხედება და თანამედროვე ფეხბურთის ნიუანსებს ნერგავს გუნდის თამაშში, დამრიგებელი ზესტაფონალთა დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვერ იქნებოდა. “ზესტაფონის” შეტევებს ფანტაზია აკლდა.
ვარლამ კილასონია მონდომებული მწვრთნელია. იგი მთელი მატჩის განმავლობაში მოედნის კიდესთან იდგა, მიუთითებდა მოთამაშეებს, ეჩხუბებოდა გვერდით მსაჯს. ბოლოს სიხარულის საბაბიც ჰქონდა, როცა ვარლამ კილასონია-უმცროსმა ინგლისური ტერმინი, რომ გამოვიყენოთ ე.წ. ქამბექი გაახერხა გუნდისთვის - შვილმა მამა გაახარა.
ჯერ იყო და უმცროსმა კილასონიამ ლამაზად შეასრულა ჯარიმა, პავლოვიჩს რეაგირება არ მოუხდენია, რამდენიმე წუთში თერთმეტმეტრიანით “ფოლადის” ბინადრები წინ გავიდნენ და სტადიონმაც გაიხარა. 400-500 გულშემატკივარი იყო, იყვნენ ზესტაფონელებიც.
მატჩის მიწურულს სტუმართა საჯარიმოში რენე ფერეირა წააციეს. ვადაჭკორიამ მეორე თერთმეტმეტრიანი დანიშნა.”გაგრას” ყოფილმა საყრდენმა ლევან შარიქაძემ ზუსტად დაარტყა და გაათანაბრა - 2:2.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას კვლავ არ დაესწრო “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე. ვარლამ კილასონიასთან ერთად ჟურნალისტთა კითხვებს მისმა ასისტენტმა გურამ ასპინძელაშვილმა უპასუხა. გურამს ვკითხე გეგუჩაძის არყოფნის მიზეზი, პასუხად მივიღე, სჯობს თავად მწვრთნელს ჰკითხოო. ფაქტია, ეროვნულ ჩემპიონატში გეგუჩაძე ერთადერთია, რომელიც პრესკონფერენციას თავს არიდებს.
ვარლამ კილასონია: “რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. სპონსორის გამოჩენის იმედი არ ჩანს. არ ვიცი, როდემდე გაგარძელდება ფინანსური კრიზისი.”
გურამ ასპინძელაშვილი: “მეორე ნახევარში მოვდუნდით და ვერმოგების მიზეზს გამოუცდელობაში ვხედავ”.
მეტალურგი – ზესტაფონი 2:2 (0:1)
რუსთავი. “ფოლადის” სტადიონი
მეტალურგი: ბედიაშვილი, ვასაძე (კიტეიშვილი 46), ქავთარაძე, ალავერდაშვილი (ტორონჯაძე 72), გიორგი კილასონია, მიქაუტაძე, ხიზანეიშვილი, კაკაშვილი, ცნობილაძე, ვარლამ კილასონია, სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ზესტაფონი: პავლოვიჩი, ფერეირა, ხიდეშელი, გაგოშიძე, თედორე გრიგალაშვილი, გვალია (ენდელაძე 24), შარიქაძე, ჭანკოტაძე (თორნიკე გრიგალაშვილი 79), სარდალიშვილი, ფანცულაია (მიქელთაძე 72), კაპანაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე
გოლები: 0:1 ფანცულაია (14). 1:1, 2:1 ვარლამ კილასონია (85, 86-პენ). 2:2 შარიქაძე (90-პენ)
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია
|
1. |
დინამო თბ. |
7 |
5 |
1 |
1 |
14:6 |
16 |
|
|
2. |
სპარტაკი |
7 |
4 |
1 |
2 |
6:6 |
13 |
|
|
3. |
დილა |
7 |
3 |
2 |
2 |
8:3 |
11 |
|
|
4. |
ტორპედო |
6 |
3 |
2 |
1 |
6:3 |
11 |
|
|
5. |
ვიტ ჯორჯია |
7 |
3 |
1 |
3 |
9:6 |
10 |
|
|
6. |
სამტრედია |
6 |
3 |
1 |
2 |
7:6 |
10 |
|
|
7. |
ჩიხურა |
6 |
3 |
1 |
2 |
7:6 |
10 |
|
|
8. |
მეტალურგი |
7 |
2 |
3 |
2 |
9:8 |
9 |
|
|
9. |
დინამო ბთ. |
6 |
3 |
0 |
3 |
6:6 |
9 |
|
|
10. |
გურია |
7 |
2 |
3 |
2 |
6:12 |
9 |
|
|
11. |
ზესტაფონი |
7 |
2 |
2 |
3 |
15:10 |
8 |
|
|
12. |
სიონი |
7 |
2 |
2 |
3 |
8:9 |
8 |
|
|
13. |
კოლხეთი |
7 |
2 |
1 |
4 |
6:10 |
7 |
|
|
14. |
შუქურა |
6 |
1 |
4 |
1 |
5:10 |
7 |
|
|
15. |
მერანი |
6 |
1 |
1 |
4 |
4:8 |
4 |
|
|
16. |
ზუგდიდი |
7 |
0 |
3 |
4 |
4:11 |
3 |
მეგოლეები:
4 - შოთა ლომია (ზუგდიდი)
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
დიმა შარიქაძე





