კალათბურთი

11:26 | 13.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წუთების დრამა და "ლეიკერსის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება

 "ლეიკერსმა" შტაპლეს ჩენტერ-ში დღეს გამთენიისას კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ, დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე გამოგლიჯა რა "გოლდენ სტეიტსს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება - 118:116.

მთელი შეხვედრის განმავლობაში მაყურებელმა გახსნილი და ლაღი კალათბურთი იხილა. არცერთი გუნდი არ ფიქრობდა თავდაცვაზე და ძირითადი აქცენტი სწრაფ კალათბურთსა და შეტევაში იქნა გადატანილი. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე 3 მეოთხედის შემდეგ, უკანასკნელ პერიოდში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ვერცერთი გუნდი ვეღარ ახერხებდა დიდი ჰანდიკაპით წინ გასვლას, რის გამოც არაერთხელ შეიცვალა ლიდერი. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე კობი ბრაიანტი მეტოქესთან კონტაქტის შემდეგ ცუდად დაეცა, რის შემდეგაც ორი საჯარიმო კი ისროლა ზუსტად და გაათანაბრა ანგარიში 109:109, თუმცა პარკეტი კოჭლობით დატოვა და აღარც დაბრუნებულა. მომდევნო შეტევაში ამჯერად მეტა ვორლდ ფისმა იყოჩაღა და კალიფორნიელები 2 ქულით დააწინაურა, თუმცა საპასუხოდ კლეი ტომფსონმა რთული მდგომარეობიდან ზუსტად გაისროლა პერიმეტრიდან და ამჯერად "გოლდენ სტეიტი" მოგვევლინა ლიდერად 116:115. სტივ ნეშის არყოფნაში, სასტარტო ხუთეულში ძირითად გამთამაშებლად მყოფმა სტივ ბლეიკმა გადამწყვეტ მომენტში არ დააღალატა გუნდი და საჯარიმო ხაზიდან შეუცდომლად ისროლა 117:116. "ვორიორზს" 9 წამი ქონდა დარჩენილი თამაშის გადასარჩენად, ან სულაც მოსაგებად. მეტოქის ნახევარზე ბურთი სტეფ კარიმ მიიღო, რომელმაც ცრუ მოძრაობით ორი მოწინააღმდეგე თავისკენ მოიზიდა და სრულიად მარტო მდგარ ლენდრის დროულად უპასა, თუმცა კარლმა ვერ ჩააგდო.. სტუმრებმა სასწრაფოდ აიღეს ფოლი დუაიტ ჰოვარდზე, რომელმაც პირველი საჯარიმო ააცილა, მეორე კი ჩააგდო 118:116. ჯაკ ვონს წუთშესვენება აღარ გააჩნდა, რის გამოც დარჩენილ უმცირეს დროში (1,5 წამი), "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებმა ბურთი სტეფ კარის გადააწოდეს, რომელმაც საკუთარი ნახევრიდან სტყორცნა მეტოქის კალათისკენ და ძალიან მცირე დააკლდა რათა დაედუმებინა მთელი დარბაზი, საბოლოოდ 118:116, "ლეიკერსის" უმძიმესი გამარჯვება.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ესპანელი პაუ გასოლი გახდა, რომლის მონაგარი სამმაგი დუბლი გახლდათ 26 ქულა, 11 მოხსნა და 10 სედეგიანი გადაცემა. ტრადიცულად ძალზედ შედეგიანი იყო კობი ბრაიანტი - 34 ქულა. "ვორიორზის" რიგებში კი კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ახალგაზრდა გამთამაშებელმა სტეფ კარიმ, რომელმაც დააწიოკა კალიფორნიელთა დაცვა და 47 ქულაც უთავაზა.

"ლეიკერსის" უშუალო კონკურენტმა "იუტამ" საკუთარ არენაზე "მინესოტას" უმასპინძლა და 7 ქულიანი სხვაობით იმარჯვა 1007:100. "ჯაზმენთა" ორკესტრში მთავარი დამრტყმელი ძალა ამჯერად ცენტრი ალ ჯეფერსონი გახლდათ, რომელმაც "თიმბერვულვზს" 40 ქულა ჩაუგდო და 13 მოხსნაც მიითვალა.

"მაიამის" სამწვრთნელო შტაბმა "ბოსტონთან" პრინციპული დაპირისპირების წინ გუნდის ძირითად ხუთეულში დააბრუნა დიდი ტრიო ლებრონ ჯეიმსის, დუვეინ ვეიდის და კრის ბოშის შემადგენლობით. "სელტიქსი" კი თავისმხრივ უდიდესი დანაკლისით შეხვდა, გუნდის უდავო ლიდერებმა კევინ გარნეტმა და პოლ პირსმა ვერ მოასწრეს უშუალოდ ამ მატჩისთვის გამოჯანმრთელება, მათი ადგილი კი გრინმა და კროუფორდმა შეავსეს ძირითად ხუთეულში.

მოულოდნელად "ბოსტონმა" პირველი მეოთხედი საკმაოდ იოლად 27:17 მოიგო, რის შემდეგაც "მაიამის" ქულათა მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდა. მომდევნო ორ პერიოდში მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქეს 70 ქულა ჩაუგდეს და უკანასკნელ მეოთხედს 12 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ. დარჩენილ დროში "ჰიტს" ერთხელაც კი არ დაუყენებია ეჭქვეშ საკუთაი გამარჯვება და საბოლოოდ 109:101 იმარჯვა.

"დალას მავერიქსი" განაგრძობს ბრძოლას, რათა გააუნებელყოს მოგება-წაგებათა უარყოფითი ბალანსი. ამჯერად ტეხასელებმა ოვერტაიმში ძლიეს ნბა-ს ერთ ერთ ყველაზე სიმპათიურ გუნდ "დენვერს" 108:105. გამარჯვებულთა შორის გამოირჩნენ დირკ ნოვიცკი (20 ქულა, 10 მოხსნა) და უბერებელი ვინს კარტერი (22 ქულა). აღსანიშნავია ასევე "ნაგეთსის" შემადგენლობაში ტაი ლოუსონის დაბრუნებაც, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა და 13 ქულაც მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.

"ბრუკლინმა" სტუმრად მოულოდნელად ძალზედ იოლად მოახერხა ლიგაში ყველაზე კარგი დაცვის მქონე "ინდიანას" დამარცხება 117:109. "ნეთსის" შემადგენლობაში გამორჩეული ამჯერადაც "ვარსკვლავი" გამთამაშებელი დერონ უილიამსი გახლდათ, რომელმაც ქულებიც (33) ბლომად დააგროვა და პასებიც(14) უხვად დაურიგა თანაგუნდელებს. დიდი დახმარება გაუწიეს ტრადიციულად საკუთარ გუნდს ჯო ჯონსონმა(24 ქ) და ბრუკ ლოპესმაც (24ქ). სამწუხაროდ თორნიკე შენგელია სამატჩო განაცხადში არ გახლდათ და მიღწეულ გამარჯვებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.

 

ლეიკერსი - გოლდენ სტეიტი 118:116 (26:32, 31:25, 28:33, 33:26)

ლეიკერსი: ბლეიკი (14), ბრაიანტი (34), ჰოვარდი (28), გასოლი (26+11მ+10პ), კლარკი (6); მიქსი (3), ვორლდ ფისი (7), ჯემისონი

გოლდენ სტეიტი: კარი (47), ტომპსონი (25), ეზელი (4), ლი (19), ბარნსი (4); ბიედრინსი, ლენდრი (11), ჯეკი (6)

 

მაიამი - ბოსტონი 109:101 (17:27, 41:23, 29:25, 22:26)

მაიამი: ჩელმერსი (9), ვეიდი (11), ბოში (17), ჯეიმსი (20), მილერი; ალენი (17), ანდერსენი (4), კოული (12), ლუისი (19)

ბოსტონი: ლი (18), ბრედლი (7), გრინი (25), ბასი (17), კროუფორდი (20); ვილკოქსი (2), უილიამსი (6), ტერი (6), ვაითი

 

დალასი - დენვერი 108:105 (21:26, 27:29, 30:22, 21:22, 9:6)

დალასი: მ.ჯეიმსი (7), მეიო (20), კამანი (4), მერიონი (15), ნოვიცკი (22+10მ); რაიტი (9), კარტერი (22), ბრენდი (2),კოლისონი (7)

დენვერი: იგუადალა (18), კუფოსი (6), ფარიდი (11+10მ), ჩენდლერი (18), მილერი (8); ბრიუერი (18), მაკგი (11), ლოუსონი (13), ფურნიე (2)

 

იუტა - მინესოტა 107:100 (30:22, 23:32, 29:27, 25:19)

იუტა: მო. უილიამსი (16), ფოი (16), ჯეფერსონი (40+13მ), მილსაპი (10), ჰაივარდი (5); მა.უილიამსი (4), ფეივორსი (6),ტინსლი (3)

მინესოტა: რიდნური (10),რუბიო (13), სტიმსმა (10), კირილენკო (8), უილიამსი (11); ბადინგერი (12), კანინგემი (8), ბარეა (23), შვედი (3), ჯონსონი (2)

 

ინდიანა - ბრუკლინი 109:117 (27:34, 23:35, 35:23, 24:25)

ინდიანა: ჰილი (17+10პ), სტივენსონი (13), ჰიბერტი (18+10მ), ვესტი (26), ჯორჯი (21); იანგი (2), ტ.ჰენსბრო (9), ჯონსონი, მაინმი (2), ოგუსტინი (1)

ბრუკლინი: უილიამსი (33+14პ), ჯონსონი (24), ლოპესი (24),ევანსი (3), ბოგანსი; ბლაჩი (6),ვოტსონი (10), სტეკჰაუზი (13), ჰამფრიზი (4)

 

ტორონტო - ჩიკაგო 97:88 (20:22, 27:21, 26:22, 24:23)

ტორონტო: ლოური (13+11პ), დეროზანი (19), გრეი (6), გეი (23), ჯონსონი (24); ანდერსონი (2), ლუკასი, ეისი (10)

ჩიკაგო: ჰაინრიხი (3), მოჰამედი (16+13მ), ბუზერი (19+12მ), დენგი (10), ბატლერი (7); ბელინელი (9), ჰემილტონი (7), რობინსონი (17)

 

ვაშინგტონი - ფილადელფია 86:97 (31:24, 18:24, 16:26, 21:23)

ვაშინგტონი: ვოლი (24), ოკაფორი (7), ნენე (9), მარტინი (6), ტემპლი (8); სერაფინი (10), ვესლი, ბუკერი (10), სინგლეტონი (6), პრაისი (6)

ფილადელფია: ჰოლიდეი (22), ვილკინსი (15), თ. იანგი (18+13მ), თერნერი, ჰოუსი (15); მოუტრი (7), რაიტი (13), ჯა. ჰოლიდეი (7), ალენი

 

ატლანტა - მილუოკი 109:104 (17:27, 41:23, 29:25, 22:26)

ატლანტა: ტიგი (24+10პ), ჰორფორდი (18+17მ), სმიტი (24), კორვერი (8), ჰარისი (19); ჯენკინსი (4), ჯონსონი (9), მაკი, ჯონსი

მილუოკი: რედიკი (10), ელისი (27+17პ), ჰენსონი (8), დანიელსი (2),ილიასოვა (25); მბა მუტე (7), დანლივი (7), იუდო (8),სმიტი (10)

 

დეტროიტი - შარლოტი 113:93 (23:30, 36:23, 28:20, 26:20)

დეტროიტი: ნაითი (19), სინგლერი (10), მონრო (12), სტაკი (4), დრამონდი (15); მიდლეტონი (9), კრავცოვი, ჯერებკო (21), ბაინამი (15), ვილიანუევა (6),ინგლიში (2)

შარლოტი: ვოკერი (28), ჰენდერსონი (15), ბიიომბო (8), მაკრობერტსი (17), კიდ-გილკრისტი (7); ადრიენი (2), პარგო (11), გორდონი (3),ტეილორი (2)

 

კლივლენდი - ნიუ იორკი 91:101 (24:27, 19:25, 21:23, 27:26)

კლივლენდი: ირვინგი (31), ელინგტონი (13), ზელერი, ტომფსონი (15), ჯი (12); ლივინგსტონი (4), ჯონსი (4), სპეიტსი, კასპი (9)

ნიუ იორკი: შამპერტი (8), კოუპლენდი (12), ენტონი (31+14მ), ფელტონი (7), პრიჟიონი (3); კიდი (6), სმიტი (31), ჯონსი, ნოვაკი (3), ვაითი

 

ნიუ ორლეანი - კლიპერსი 93:96 (25:24, 15:19, 23:14, 30:39)

ნიუ ორლეანი: გორდონი (25), რობერტსი (15+11პ), ლოპესი (19+12მ), ანდერსონი (17), ამინუ (7); ანრი (4), ამუნდსონი (6)

კლიპერსი: პოლი (17+14პ), გრინი (5), ჯორდანი (5), გრიფინი (20), ბატლერი (2); კროუფორდი (15), ოდომი (2), ჰოლინზი (5), ბლედსოუ (9), ბარნსი (16)

 

ჰიუსტონი - მემფისი 78:82 (15:24, 21:25, 23:15, 19:18)

ჰიუსტონი: ლინი (17), ჰარდენი (30), აშიკი (8), სმიტი (5), გარსია (6); ბევერლი (3), მოტეიუნასი (2), ჯონსი (7), დელფინო

მემფისი: კონლი (12), ალენი (10), გასოლი (15+12მ), რენდოლფი (15), პრინსი (9); დაიე (3), დულინგი (3), ბეილისი (13), არტური (2)

 

სან ანტონიო - საკრამენტო 108:101 (23:13, 37:37, 24:24, 24:27)

სან ანტონიო: პარკერი (22+10პ), გრინი (12), ლეონარდი (15), სპლიტერი (12+12მ), დანკანი (18); ნილი (10), ბონერი (11), დე კოლო (2), ბლერი (6)

საკრამენტო: ტომასი (6), ევანსი (9), კაზინსი (10+12მ), ტომპსონი (18), სალმონსი; ჰოუსი, ტორნტონი (12), დაგლასი (15), ფრედიტი (14), პატერსონი (8)

 

პორტლენდი - ოკლაჰომა 90:106 (26:30, 28:25, 7:26, 29:25)

პორტლენდი: ლილარდი (10), ბარტონი (18), ჰიქსონი (7), ოლდრიჯი (12), კლავერი (3); ლეონარდი (10), მეინორი (11), ფრილანდი (5), პავლოვიჩი (7), ბაბიტი (5), სმიტი (2)

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (33), სეფალოშა (11), ტაბიტი (2), იბაკა (11), დურანტი (16); კოლისონი (5), ბრიუერი, ჯექსონი (17), ფისჰერი (9), ორტონი (2)

 

დასავლეთ კონფერენცია

1.             ოკლაჰომა         80         59     4      2      21     8476:7724       0.738
2. სან ანტონიო 79 58 4 3 21 8161:7608 0.734
3. დენვერი 79 54 4 2 25 8356:7969 0.684
4. კლიპერსი 79 53 0 2 26 7993:7488 0.671
5. მემფისი 79 54 4 1 25 7383:7061 0.684
6. გოლდენ სტეიტი 80 45 2 2 35 8081:8029 0.563
7. ჰიუსტონი 79 44 0 3 35 8360:8085 0.557
8. ლეიკერსი 80 43 2 0 37 8191:8105 0.538
9. იუტა 80 42 3 3 38 7872:7879 0.525
10. დალასი 79 39 3 8 40 7990:8063 0.494
11. პორტლენდი 79 33 5 1 46 7721:7945 0.418
12. მინესოტა 79 29 1 1 50 7558:7761 0.367
13. საკრამენტო 79 28 0 4 51 7916:8282 0.354
14. ნიუ ორლეანი 80 27 1 3 53 7538:7825 0.338
15. ფინიქსი 79 24 3 2 55 7495:8000 0.304

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1.              მაიამი                        79         63      5     1      16      8130:7510      0.797
2. ნიუ იორკი 79 52 0 2 27 7913:7571 0.658
3. ინდიანა 79 49 2 3 30 7499:7153 0.620
4. ბრუკლინი 79 47 5 0 32 7648:7505 0.595
5. ატლანტა 80 44 4 1 36 7844:7788 0.550
6. ჩიკაგო 79 43 4 2 36 7351:7334 0.544
7. ბოსტონი 79 40 7 4 39 7608:7634 0.506
8. მილუოკი 79 37 3 3 42 7817:7935 0.468
9. ფილადელფია 79 32 2 1 47 7343:7633 0.405
10. ტორონტო 79 31 2 7 48 7651:7819 0.392
11. ვაშინგტონი 80 29 0 5 51 7451:7651 0.363
12. დეტროიტი 80 28 0 3 52 7570:7901 0.350
13. კლივლენდი 79 24 0 1 55 7643:8005 0.304
14. ორლანდო 79 20 1 3 59 7453:7964 0.253
15. შარლოტი 79 18 3 1 61 7355:8140 0.228
0.241022