სხვა

13:09 | 30.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურში წააგეს

თბილისის ახალგაზრდა წყალბურთელთა (1993-94 წწ.) ნაკრებმა, რომელსაც რევაზ ჩომახიძე ავარჯიშებს, უკრაინის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურში ერთადერთი მარცხი განიცადა და მოწინავე ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა.
ქალაქ დნეპროძერჟინსკში გამართულ ტურნირში, ქართველი წყალბურთელები მარიუპოლის “ილიჩევეცს” დაუზავდნენ (4:4), შემდეგ ოდესის (9:7), დნეპროპეტროვსკისა (15:13) და ლვოვის (11:9) გუნდებს სძლიეს, ბოლოს კი ლიდერ კიშინიოვის “დელფინთან” 7:12 (2:2, 3:3, 0:2, 2:5) დამარცხდნენ.
ორი ტურის თავზე გათამაშებას 22 ქულით სწორედ მოლდოველები და ხარკოველები ლიდერობენ, ოდესის ნაკრებს 14 ქულა აქვს, თბილისის გუნდი კი 13 ქულით მეოთხეა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17682