ფეხბურთი

21:03 | 25.08.2013 | ნანახია 2983 - ჯერ

ბოლნისური თავურები

 

მატჩის დასაწყისი ბოლნისელებს კარგს არაფერს უქადდა, რადგან “გურია” უპირატესობას დაეუფლა და ანგარიშის გახსნის რეალური შანსიც ჰქონდა. უკვე, მე-6 წუთზე, მეტოქის საჯარიმოში ეულად მყოფმა ტარიელ კუკულაძემ ბურთი დაამუშავა და მარჯვენა, არცთუ მახვილი კუთხიდან მიზანს ააცილა.

მე-9 წუთზე, ერეკლე კილაძემ კარგი პასით ფარერების ჩემპიონატში ნათამაშები მამუკა ტორონჯაძე მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ლანჩხუთელმა მირზა მერლანს ვერ აჯობა.

მე-16 წუთზე, თეიმურაზ შარაშენიძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო შეასრულა და პირდაპირ კარისკენ გაგზავნა ბურთი, რომელიც მერლანმა მუშტებით მოიგერია.

მე-20 წუთზე, ლაშა პარუნაშვილი დაცვიდან ბურთის “ამოტანისას” უხეშად შეცდა, მაგრამ “სიონის” საჯარიმოში მყოფმა ტორონჯაძემ კარში დარტყმა დაახანა და ბურთი დაკარგა. ამ ეპიზოდიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ მარცხენა ფლანგიდან ალექსანდრე კოშკაძის პასის მერე, მეტოქის კარის წინ მყოფმა ტორონჯაძემ ახლო მანძილიდან ხეირიანად ვერ დაარტყა და ლაშა თოთაძის მიერ მოგერიებული ბურთი ხარიხას ზემოდან დაეცა.

43-ე წუთზე, საჰაერო ორთაბრძოლისას, ჩუენსუმ გიორგი კახელიშვილის წინააღმდეგ იუხეშა. მსაჯის სასტვენის შემდეგ, კახელიშვილმა კამერუნელ ლეგიონერთან ურთიერთობის გარკვევა გააგრძელა და ჯერ თავზე ხელით შეეხო, შემდეგ კი, ფეხი ფეხში მიარტყა, რასაც აფრიკელის დაცემა მოჰყვა. ლანჩხუთელები კახელიშვილისთვის ყვითელ ბარათს ითხოვდნენ, მაგრამ საბოლოოდ მსაჯმა ისინი დასაჯა და ყველაზე აქტიური მინდია ბობღიაშვილი გააფრთხილა.

ტაიმის ბოლო წუთზე “სიონმა” მარცხნიდან შეუტია და მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად შესულმა პარუნაშვილმა გამოზომილი პასი ჯაბა უგულავას გაუკეთა, რომელმაც თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა – 1:0.

54-ე წუთზე, კობა შალამბერიძემ “სიონის” ნახევარზე ბურთი ზვიად ლობჟანიძეს აართვა და საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათო დარტყმით მიზანს მცირე მანძილით ააცილა. ორი წუთის შემდეგ, კახელიშვილმა ინდივიდუალური გარღვევა დარტყმით დაასრულა და ბურთმა ლანჩხუთელთა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა.

58-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან თოთაძემ “გურიას” საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც ბობღიაშვილმა ვერ შეიმაგრა და კახელიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

64-ე წუთზე, მარცხნიდან გიორგი ბიბილეიშვილის ჩამოწოდების შემდეგ, ბობღიაშვილი გამოსვლაზე შეცდა და კახელიშვილმა თავურით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

ამის შემდეგ, მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა და “სიონმა” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)

25 აგვისტო. თბილისი. მიხელ მესხის სახელობის სტადიონი.

სიონი: მერლანი, ტვილდიანი, თოთაძე, განუგრავა, სვანიძე (კ), ქემოკლიძე, პარუნაშვილი, კახელიშვილი, ლობჟანიძე (ბიბილეიშვილი, 58), მიკუჩაძე (აფციაური, 71), უგულავა (გოგობერიშვილი, 90).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე.

გურია: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, კილაძე, დარჩიძე (გაჩეჩილაძე, 63), კუკულაძე (კ) (შალამბერიძე, 46), კოშკაძე, შარაშენიძე, ტორონჯაძე (შენგელია, 68).

მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.

გოლები: 1:0 უგულავა (45), 2:0 კახელიშვილი (64).

გაფრთხილება: განუგრავა (15), კუკულაძე (34), ბობღიაშვილი (44), პარუნაშვილი (56), შარაშენიძე (68), ჩუენსუ (73), ბიბილეიშვილი (74).

მთავარი მსაჯი: დავით სანოძე.

25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი

III ტური. 25 აგვისტო

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:2 (0:1)

გოლი: 0:1 გიორგი დათუნაიშვილი (43), 0:2 დიმიტრი ტატანაშვილი (69)

 

მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლი: 1:0 შოთა ბაბუნაშვილი (42), 2:0 ლაშა კუჭუხიძე (93)

  

26 აგვისტო

მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი

 

გადაიდო

დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი)

 

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

1 ჩიხურა 3 2 0 1 7:4 6
2 სიონი 3 2 0 1 5:2 6
3 მერანი 3 2 0 1 4:2 6
4 მეტალურგი
2 1 1 0 4:3 4
5 ტორპედო 2 1 1 0 4:3 4
6 ვიტ ჯორჯია 3 1 1 1 3:2 4
7 დინამო თბილისი 2 1 1 0 3:2 4
8 დილა 2 1 1 0 3:2 4
9 გურია
3 1 0 2 1:5 3
10 ზუგდიდი
3 0 1 2 1:5 1
11 ზესტაფონი 2 0 0 2 3:5 0
12  სპარტაკი
2 0 0 2 1:4
0

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:23 | 26.08.2013
resident (840)

მსაჯობა ჯბადაღებული თემა გახდაო გახდება აბა რა იქნება ოფსაიდიდან გატანილ გოლს თავი დავნებოთ გასაგდები იყო იქ ფეხბურთელი არასპორტული თამაშისთვის და არ დაინახა მსაჯმა 5 მა თან. მაგრამ ეს წაგება ტორონჯაძის კისერზეა.ისეთ ბურთებს არ მაზავენ

23:48 | 25.08.2013
Torres9 (12692)

რამენაირად იანვრამდე 15და 20 ქულამდე უნდა მოვაგროვოთ...მერე გუნდიც შეთამაშდება უფრო და გაძლიერდება,ეხა თავდამსხმელი გვინდა სასწრაფოდ გოლის გატანა უჭირს გუნდს,ვნახოთ იმ აფრიკელმა გაამართლის ეგებ

23:25 | 25.08.2013
levani82 (41682)

leon20 ფარერების 2 გუნდში კი არა ერთში თამაშობდა. "თბილისში" თამაშობდა და მგონი მაგის მერე წავიდა ფარერებში

22:10 | 25.08.2013
FC Sioni (13)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi-სკ-სიონი-ბოლნისი/713153242033697')>0?'https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi-სკ-სიონი-ბოლნისი/713153242033697':'https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi-სკ-სიონი-ბოლნისი/713153242033697'))

22:10 | 25.08.2013
FC Sioni (13)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi-სკ-სიონი-ბოლნისი/713153242033697')>0?'https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi-სკ-სიონი-ბოლნისი/713153242033697':'https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi-სკ-სიონი-ბოლნისი/713153242033697'))

22:08 | 25.08.2013
FC Sioni (13)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi-სკ-სიონი-ბოლნისი/713153242033697')>0?'https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi-სკ-სიონი-ბოლნისი/713153242033697':'https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi-სკ-სიონი-ბოლნისი/713153242033697')) დაალაიქთ რა კაცურად

22:02 | 25.08.2013
El Fenomeno (2082)

კვერენჩხილაძე უკვე დინამო ბათუმში ასპარეზობს და პირველ ამხანაგურში 1 გოლი მიითვალა ხოლო თასის მატჩში თამაშის მიწურულს შემოვიდა და ორი საგოლეც გააკეთა

ახლა კი ვხვდები თუ რა დონის ფეხბურთელი იყიდა დინამო ბათუმმა

21:44 | 25.08.2013
GT1998 (1074)

ფორვარდი ზაქარია ბეგლარიშვილი გიორგი ქვილითაია ეს 2 გააძლიერებდნენ ერთი საყრდენიც არ აწყენდათ

21:43 | 25.08.2013
Torres9 (12692)

kaxelishvili gasagdebi iyo,pirveli goli tamashgare iyო

21:42 | 25.08.2013
GT1998 (1074)

ეხ გურია ძლივს დაბრუნდა და ეხლა ისევ არ გავარდეს არ ყავს კარგი შემადგენლობა ის ხალხი რომ შეენარჩუნებინათ 6-ეულისთვისაც იბრძოლებდნენ ეხლა კიდევ გაუჭირდებათ მემგონი დარჩენაstripslashes((strlen('http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/53057-situacia-gaakhileth-thvalebi-ramdeni-ugundo-gvyolia.html')>0?' http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/53057-situacia-gaakhileth-thvalebi-ramdeni-ugundo-gvyolia.html':' http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/53057-situacia-gaakhileth-thvalebi-ramdeni-ugundo-gvyolia.html')) აგერ ნახონ არის ცოტა თავისუფალი აგენტი კიდევ აქედან და იქნებ დაიმატონ საცოდაობა იქნება ისევ ამ გუნდის გავარდნა

21:42 | 25.08.2013
Torres9 (12692)

kai msajoba iyo bravo,tavdamsxmeli gvindა

21:36 | 25.08.2013
Slovan Bratislava (626)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))
ბრავო.სიონი ექვსეულის კანდიდატია

21:34 | 25.08.2013
leon20 (193)

ეგ რაც დღეს მოხდა სირცხვილია, გინდ პატარა დაარქვი გინდ დიდი. ტორონჯაძე vs კვერენჩხილაძე პირველი, ეს არ იყო გუნდში ასაყვანი , მეორე კიდე გასაშვები. კაცმა 3 ქულა წაგვართვა და ბოლნისში გაუშვა.
უბრალოდ არ შემიძლია გავჩუმდე, მახარაძის გასაგონად ვამბობ, ტორონჯაძეს რო თავდასხმაში ათამაშებ ეგ არის შემტევი ნახევარმცველი, და კიდე ეგ 30 ნომერი სად თამაშობდა არ იკითხავ? ფარერების ორ კლუბში აქ ნათამაშები. გიგა დააბრუნეთ გიგააა, ალბათ მარტო მე არ მოვითხოვ ამას

22:01 | 25.08.2013
El Fenomeno (2082)

კვერენჩხილაძე უკვე დინამო ბათუმში ასპარეზობს და პირველ ამხანაგურში 1 გოლი მიითვალა ხოლო თასის მატჩში თამაშის მიწურულს შემოვიდა და ორი საგოლეც გააკეთა

21:33 | 25.08.2013
levani82 (41682)

პარუს ბრავო ძმა

21:30 | 25.08.2013
FC Sioni (13)

მალადეც მრავალი მოგება კიდევ

0.12161