ფეხბურთი

0:58 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლნისელებმა სერბები დაამარცხეს

ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის “სიონმა” ყაზახურ “ირტიშთან” და მოსკოვის “ტორპედოსთან” უგოლო ფრეებს, სერბეთის სუპერლიგის მეხუთეადგილოსან ბელგრადის “რადთან” მოგება მიაყოლა. “სიონის” პრეს-ატაშეს ჯემალ ჭიპაშვილის ცნობით, დღევანდელ მატჩს უცხოური კლუბების არაერთი მწვრთნელი თუ სკაუტი დაესწრო და უნდა ითქვას, რომ ისინი არ გაწბილებულან, მატჩი საინტერსოდ, მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. არმაზ ჯელაძემ მოწინააღმდეგეს ასეთი შემადგენლობა დაუპირისპირა: ლობჟანიძე, ფოფხაძე, სვანიძე, საპირი, ელიავა, ნემსაძე, მანწკავა, ლექვთაძე, ისიანი, ჩივაძე, მიკუჩაძე. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ბობღიაშვილი, ჰაიდუჩეკი, ქემოკლიძე, ახალაია, ცხადაია, ჯოჯუა, ხურციძე.

მთლიანობაში მატჩი ქართული გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და 22-ე წუთზე მიკუჩაძემ გახსნა ანგარიში. მალევე ჩვენებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, როცა ჩივაძის შორეული დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ ყაზახმა მსაჯმა მარატ ისკაკოვმა რატომღაც არ ჩათვალა. სერბებმა ტაიმის ბოლოსკენ გაათანაბრეს, 38-ე წუთზე მილან იაგოდიჩმა შეაგდო. მეორე ტაიმში ჩვენებურებმა ტემპს უმატეს და ფიზიკურადაც დაჯაბნეს მეტოქე, რაც ანგარიშზეც აისახა: 55-ე წუთზე მიკუჩაძე-ლექვთაძის სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის ეფექტური გოლით დასრულდა.

“სიონი” თურქეთში კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 14 თებერვალს ბოლნისელები ჩერნოგორიის პირველი ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) მეცხრეადგილოსან “ედინსტვოს”, 17-ში კი ბელარუსულ მინსკის “დინამოს” შეხვდებიან.

http://fcrad.co.rs-ის  ფოტო

თეგებისიონი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115234