ფეხბურთი

17:57 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგმა “ბაიერნთან” 2018 წლამდე გაახანგრძლივა

 

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ჟერომ ბოატენგმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

“ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2018 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში მან მიუნხენელთა რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

“ბედნიერი ვარ. “ბაიერნი” მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. წარმატების მიღწევა სწორედ ამ გუნდთან ერთად მსურს” – თქვა ბოატენგმა.

წარმოშობით განელი, მაგრამ გერმანიის მოქალაქე ბოატენგი “ბაიერნში” 2011 წელს “მანჩესტერ სიტიდან” გადავიდა.

0.117074