ფეხბურთი

15:45 | 9.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი 15 მილიონი ღირს

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, იტალიური “მილანი” კევინ-პრინს ბოატენგის გაყიდვის წინააღმდეგი არაა. Sportmediaset-ის ცნობით, იტალიელები 26 წლის განელს  15 მილიონ ევროდ აფასებენ.

თავის მხრივ, “როსონერის” დატოვების სურვილი ბოატენგსაც აქვს. ნახევარმცველს კარიერის გაგრძელება ინგლისის პრემიერლიგაში სურს. რამდენადაც ცნობილია, მისი ხილვით ლონდონის “ჩელსია” დაინტერესებული. გარდა ამისა, განელს “მონაკოც” ეპატიჟება.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ბოატენგმა 29 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

 

0.117586