ფეხბურთი

10:56 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდმა “აიაქსი” 3 წლით გაიგრძელა

ამსტერდამის “აიაქსისა” და ჰოლანდიის ნაკრების მარცხენა მცველმა დეილი ბლინდმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი “აიაქსის” ოფისში გუშინ მოაწერეს. ფინანსური დეტალების შესახებ კი არც ფეხბურთელი საუბრობს და არც კლუბის წარმომადგენლები.

“ახალი კონტრაქტის გაფორმება ორივე მხარეს სურდა და მოლაპარაკებაც სწრაფად შედგა. ბლინდი “აიაქსისთვის” საჭირო ფეხბურთელია და ჩვენთან მისი დარჩენით ყველა კმაყოფილია” , – უთხრა ჟურნალისტებს ამსტერდამული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა.

 

 

 

0.121082