ფეხბურთი

12:40 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადადის

ამსტერდამის “აიქსის” უნივერსალური ფეხბურთელი დეილი ბლინდი უახლოეს პერიოდში “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგდება.

De Telefraaf-ის ცნობით, მანჩესტერელებმა ჰოლანდიელებთან სატრანსფერო ღირებულება შეათანხმეს და 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 18 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ბლინდის დაცვის მარცხენა ფლანგზე და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში. “წითელი ეშმაკები” მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაგრამ აქამდე სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ.

დეილის შეძენას “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი კატეგორიულად ითხოვდა. ის კარგად იცნობს ფეხბურთელის შესაძლებლობას, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ავარჯიშებდა.

0.118889