საერთაშორისო დიდოსტატ დავით ბენიძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ქართული ვაჟთა გრან-პრის პირველი ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში.
ბენიძემ 9-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ საერთაშორისო ოსტატ შოთა აზალაძეს.
მესამე ადგილზე 7 ქულით საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა გავიდა.
ტურნირში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი: I ადგილი – 250 ლარი, II ადგილი – 150, III ადგილი – 100.