ფეხბურთი

18:58 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბლექბერნი” ისევ მწვრთნელს იცვლის

 

ინგლისურმა “ბლექბერნმა” მაიკლ ეპლტონი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ინგლისის ჩემპიონლიგელთა ოფიციალური საიტის ცნობით, ამ ეტაპზე, კლუბს ახალი მწვრთნელი არ შეურჩევია.

ეპლტონთან ერთად, “ბლექბერნმა” მისი ასისტენტებიც – ეშლი უესტვუდი და დარენ მურიც დაითხოვა. გარდა ამისა, კლუბი სკაუტმა ლუკ დაულინგმაც დატოვა.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ სამწვრთნელო შტაბის გადახალისების მიზეზი წარუმატებელი ასპარეზობაა. სადღეისოდ, “ბლექბერნი” ჩემპიონლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, “ბლექბერნმა” უკვე მე-3 მწვრთნელი შეიცვალა. მანამდე, კლუბი სტივ კინმა და ჰენინგ ბერგმა დატოვეს.

0.117102