NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი ერიკ ბლედსოუ კვლავ ახალი გუნდის ძიებაშია. გუშინ, მან უარი განაცხადა თავისი ამჟამინდელი გუნდის “ფინიქს სანზის” ახალ შეთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც იგი მომდევნო ოთხ სეზონში 48 მილიონ დოლარს მიიღებდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ამ ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველი მაქსიმალურ კონტრაქტს – ხუთ წელიწადში 80 მილიონ დოლარს ითხოვს. ბლედსოუ შეზღუდული უფლებების მქონე თავისუფალი აგენტია და “ფინიქსი” მის შენარჩუნებას აპირებს – “სანზი” მზადაა, მას ნებისმიერი გუნდის მიერ შემოთავაზებული კონტრაქტის იდენტური ხელშეკრულება გაუფორმოს.
ბლედსოუს ხელში ჩაგდება “მილოუკი ბაქსს”, “საკრამენტო კინგზსა” და “ჰიუსტონ როკეტსს” სურთ.
ლევან გოგოტიშვილი