კალათბურთი

15:03 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლედსოუ ხუთ წელიწადში 70 მილიონს მიიღებს

“ფინიქს სანზმა” და ერიკ ბლედსოუმ ახალ ხუთწლიან კონტრაქტზე მოიალაპარეს, რომლის თანახმადაც ამერიკელი კალათბურთელი 70 მილიონ დოლარს მიიღებს. არსებული ინფორმაციით,      ხელშეკრულება მის ვადაზე ადრე შეწყვეტას არ ითვალისწინებს.

საინტერესოა, რომ ზაფხულის დასაწყისში ბლედსოუმ ფინიქსელთა პირველი წინადადება უარყო, რომელიც 4 წელიწადში 48 მილიონი დოლარის გადახდას ითვალისწინებდა. შედეგად, “სანზი” დათანხმდა, რომ კლუბის ერთ-ერთი ლიდერისთვის სეზონში არა – 12, არამედ 14 მილიონი გადაეხადა. ეს მეტია, ვიდრე ერიკის ამპლუის სხვა გამორჩეული მოთამაშეები – სტეფან კარი, ტაი ლოუსონი და კაილ ლოური იღებენ.

გასულ სეზონში ბლედსოუ საშუალოდ 17.7 ქულა და 5.5 პასს აგროვებდა.

0.109775