მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს რეფორმირება არ სჭირდება.
"2014 წლის მუნდიალის მაღალ დონეზე ჩატარებამ გვაჩვენა, ტურნირის ფორმატი და მონაწილე ეროვნული ნაკრებების რაოდენობა არ გაიზრდება. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კონფედერაცია გვთხოვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეთა რიცხვი გავზარდოთ, მაგრამ ეს ცუდი იქნება. ჩვენ ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ და რაღა საჭიროა გუნდების რაოდენობის გაზრდა? თუნდაც 40-მდე? ფიფას ლიმიტი უკვე დაწესებული აქვს." - განაცხადა ბლატერმა.
გიორგი ბალახაძე