ფეხბურთი

14:01 | 21.03.2014 | ნანახია 2236 - ჯერ

ბლატერი და პლატინი დაკითხეს

2018 და 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება, უმაღლესი დონის საფეხბურთო ჩინოვნიკების ჩვენებებით დაინტერესდა.

გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს საქმეს, რომლის თანახმადაც, ყატარულმა კომპანიამ, რომელიც ადრე აზიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ჰამამს ეკუთვნოდა, დიდი ოდენობით თანხა ფიფას ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯეკ უორნერს და მის ოჯახს გადაურიცხა. ეჭვობენ, რომ ეს გადარიცხვა იყო ქრთამი იმისათვის, რომ 2010 წლის კენჭისყრაზე მას მხარი დაეჭირა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარებისთვის.

მას შემდეგ, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით Daily Telegraph-მა სტატია გამოაქვეყნა, საქმის შესწავლა ფიფას გამომძიებელმა მაიკლ გარსიამაც დაიწყო. BBC-ის ცნობით, მან ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 24 წევრიდან, რომლებმაც 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნები გამოავლინეს, 13 უკვე დაკითხა. დაკითხულთა შორის მოხვდნენ ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომლებიც 2010 წელს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდნენ.


კომენტარები (21)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:31 | 21.03.2014
lagashi (6738)

ეგენი შემაძულებენ ფეხბურთს რაა,

15:24 | 21.03.2014
ბაბუ (11760)

ბარსასტვის ქტლეყტიკო არ მინდოდა და მაინც ატლეტიკო სეხვდა,სიემონეს ამბავი რომ ვიცი კოჭებზე ითამაშებენ ბარსამ უნდა გააგდოს მაგრამ რის ფასად მოხდება ეს ამას ვნახავთ.
რეალი ფავორიტია დორტმუნდთან.
ბავარია გააგდებს მან.იუს. თანაც ძალიან გერმანულად.
მე პსჟ ზე დავდებდი,მაუ კია ჯოკერი და ტერიც მაგარი კედელია მაგრამ მაინც მგონია რომ პსჟ ნახევარფინალს ითამაშებს.გადაბრებულ ეტოო-ს დაკარგავენ მინდორზე.

15:22 | 21.03.2014
alejandro (44439)

დორტმუნდზე შური უნდა ვიძიოთ!!!!

15:20 | 21.03.2014
alcantara___ (13618)

ადმინ სტატია ჩქარა D

15:20 | 21.03.2014
zarzuela (846)

რას იტყვით???

15:19 | 21.03.2014
zarzuela (846)

ბარსა გამოცდილების ხარჯზე მოუგებს ატლეტიკოს.
რეალი რევანშს აიგებს..
ჩელსი მოურინიოს ჯოკერით გაიმარჯვებს.
აი მანჩესტერი უპირობო აუტსაიდერი გონიათ და ეგრე არ არის.. 70-30 ზეა.. ნუ მაინც ბაიერნი გაიმარჯვებს..
ასე რომ
ბარსა!! რეალი!! ჩელსი!! ბაიერნი!! დიდებული ლიგა გველის

15:15 | 21.03.2014
zarzuela (846)

ბარსელონა-ატლეტიკო
რეალი-დორტმუნდი
პსჟ-ჩელსი
მანჩესტერი-ბაიერნი

15:14 | 21.03.2014
tengoroma (4673)

ბარსა ატლეტიკო დავსვიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

15:14 | 21.03.2014
tengoroma (4673)

დორტმუნდი მანიუ
ჩელსი რეალი
ბარსა ატლეტიკო
პსჟ ბავარია

15:11 | 21.03.2014
zarzuela (846)

ბარსა-მანიუ
პსჯ-რეალი
ატლეტიკო-დორტმუნდი
ბაიერნი-ჩელსი

15:06 | 21.03.2014
BEERTRANCE (97819)

დაკითხვა კი არა ცოცხები უნდა მაგათ.

14:55 | 21.03.2014
zarzuela (846)

იიი

14:55 | 21.03.2014
chamilo (33560)

ბაბუ კი მეც მაქვს ნანახი მაგ ჩემპიონატის გეგმა 100 მილიონს მარტო მონაწილეობისთვიის მიიღებდნენ და რაც უფრო წინ წახვიდოდი შესაბამისად უფრო დიდ თანხას იღებდი და რაც მთავარია პირველ ეტაპზე მგაზვრობის,სასტუმროს და ასეთ ხარჯებს მის თავზე იღებდნენ,2 გუნდი ეყოლებოდა ყველა წამყვან ქვეყანას,1 საფრანგეთს და მგონი ჰოლანდია თუ პორტუგალია რომელიღაცას კიდე 1 გუნდი და ალბათ მერე თავისი კონტინენტიდან დაამატებდნენ 2 გუნდასაც და 12 გუნდი იქნებოდა ეგ რომ მომხდარიყო ჩემპიონთა ლიგა გადაექცეოდა ევროპა ლიგასავით

14:52 | 21.03.2014
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

დასაჭერებიდა დასახვრეტები არიან ის სასიკვტილეები !! D

14:34 | 21.03.2014
chamilo (33560)

ბაბუ გეთანხმები ოფიციალურად ფული უნდა მოახმარონ ღარიბ ქვეყნებში ფეხბურთის განვითარებას და ხელშეწყობას და რას აკეთებ გინდ აფრიკა აიღე 1-2 ვაი მწვრთნელს გააგზავნიან და ზოგჯერ ფეხბურთის ფორმებს და ბურთებს გაუგზავნიან და ეს გონიათ ფეხბურთის განვითარება იმის მაგივრად რომ ინფრასტრუქტურას რომ თავი გავანებოთ ჩვენნაირ ქვეყნებში კარგი მწვრთნელები უნდა გამოაგზავნონ ბავშვთა ფეხბურთში,სემინარები უნდა ჩაატარონ და ადგილობრივი მწვრთნელების,მსაჯების დონე აამაღლონ,ფედერაციებს გაუწიონ ფინანსური დახმარება მაგრამ მთავარია ფული შეჭამონ

14:46 | 21.03.2014
ბაბუ (11760)

ადრე ეწერა წავიკითხე არაბ შეიხებს უნდოდათ საკლუბო ჩემპიონატის ჩატარება,საპრიზო ფონდი დზალიან დიდი იყო დასახელებული,მონაწილეობისათვისაც კი გუდს დიდი თანხა სეხვდებოდა. ერთი სტყვით რომ განეხორციელებინათ ლიგას საერთოდ აღარ გაეკარებოდნენ ან დუბლებით გამოვიდოდნენ გუნდები,
მხოლოდ გრანდებზე იყო საუბარი დაახლოებით 8-12 გუნდი თუ მოიყრიდა თავს
მერე მიჩუმდა ეს საქმე.ყატარელების თაოსნობით იყო თუ არ ვცდები,მაგარი კი იქნებოდა,ამათ კორუფციას ბოლო მოეღებოდა იქ ყატარში და არაბ შეიხებს ფულით ვერ გააკვირვებდნენ ესენი.
ისე ცუდი დროა ახლა ყველა მსოფლიოში თავის თავზე ფიქრობს,არ არიან ისეთი მეცენატები რომ ერთობლ;ივად რაიმე დიდ და სასარგებლო საქმეს მოკიდონ ხელი,ან საიდან იქნებიან ყველას ერთი ვარსკვლავი აზის თავზე ისევ არაბები თუ იზავენ რამეს თორემ საქრისტიოანო დაადებული ყავთ უკვე დიდი ხანია.მთელი ევროპის და ამერიკის ფული ერთ ხელშია.როცა უნდა გაუშვებს როცა უნდა მოუკეტავს.
ამიტომაცაა რომ ვერ მოუნელებიათ ყატარის და რუსეთის მსოფლიო(რა თქმა უნდა ქრთამის აღებითაა გადაწყვეტილი) მაგრამ ამაზე დახუჭავდნენ თვალს იმ დიდ "კატიოლში" რომ შედიოდეს მოგება. მე ასე ვფიქრობ,და მგონია რომ ამ საქმეს ბლატერი შეეწირება.

14:29 | 21.03.2014
zarzuela (846)

რომელზეა კენჯისყრა დღეს??

14:31 | 21.03.2014
რაჭა (10043)

15 საათზე თბილისის დროით

14:55 | 21.03.2014
zarzuela (846)

მადლობაა

14:24 | 21.03.2014
რაჭა (10043)

მარტო ყატარი ? დავიჯერო რუსეთს პუტინის ცისფერი თვალების გამო მისცეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარების უფლება? ცოცხი უნდათ მაგათ ორივეს, ცოცხი!!

14:20 | 21.03.2014
chamilo (33560)

ბაბუ ეს უბრალო ფანდია თორემ ჯერ ტრინიდადი ტობაგოს ფედერაციის პრეზიდენტს რომ 1 დოლარად მიჰყიდეს ტრანსალიცია ჩემპიონატის და იმ მოტივით რომ მიღებული თანხით ფეხბურთის განვითარებას უნდა შეეწყო თურმე ხელი,მერე რუსეთმა რომ პირადად პუტინის დაკვეთით და გაზპრომის ფულით მიიღო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ყველამ იცის და ყატარს რაც შეეხება მანდ დიდი მოგება ნახეს ჯერ იმით რომ დიდი მაყუთი მიიღეს ქრთამის სახით,პსჟ ყიდვაც ხო მაგიტომ მოხდა ეგ ფაქტი რამდენჯერ დაიწერა და თან ყატარმა ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო რაც ფიფა,უეფას უნდა დაეხარჯა და სუფთა მოგებაზე იმუშავებენ და ჩაიწყობენ კიდევ მაყუთს ჯიბეში მაგას რა დიდი გამოძიება უნდა ეგეც მრავალჯერ დაიწერა

14:28 | 21.03.2014
ბაბუ (11760)

ფიფა და უეფა არიან უნამუსოები,რაც მანდ ფული ტრიალებს,ოფიციალურად სხვას არ ვეხები,ჩვენისთანა საცოდავ ქვეყანას 20 წელოადში რომ ამდენი ომი და ფრონტი გადავიტანეთ ჩვენ უნდა გვეხმარებოდნენ, კიდევ რაფერ გვიდგია სული მიკვირს ძალიან.

14:19 | 21.03.2014
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

თუ დამუტკიცდათ ორივა ეადაჭერია და სამუდამი დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ.

14:12 | 21.03.2014
ბაბუ (11760)

ჩვენებს დააკითხიეთ და დაიდება აღიარებითი ჩვენება,მაგათ თუ შოკოლადი და ყავა მიართვი დაკითხვაზე რას გეტყვიან არც არაფერს.

14:10 | 21.03.2014
El Capitano 7 (35967)

დაკითხეს თორე ეხლა ეგრევე არ გადაიფიქრონ რა

0.143954