FIFA-ს პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის განცხადებით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ზამთარში გადატანა არ მოხდება და ტურნირი, ტრადიციისამებრ, ზაფხულში ჩატარდება.
“უპირველესად აღვნიშნავ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი აუცილებლად კატარში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება 2010 წელს მივიღეთ და ის გადახედვას არ ექვემდებარება.
კატარი ყველაფერს იზამს იმისათვის, რომ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს კომფორტი შეექმნათ. სტადიონები გაგრილების საჭირო მოწყობილობებით იქნებიან აღჭურვილნი. რა თქმა უნდა, ტურნირის გადატანა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამას არ ვიზამთ. ტურნირი იანვარში ან თერბერვალში არ გაიმართება.
ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ზამთარში ოლიმპიური თამაშები იმართება. ამ დიდ ტურნირზე მსოფლიოს ჩემპიონატის დამთხვევა უპატივცემულობის გამოვლინება იქნებოდა.” – აცხადებს ზეპ ბლატერი.