ფეხბურთი

15:41 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი: “2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში უნდა ჩატარდეს, მაგრამ...”

 

უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში ზაფხულის მაგიერ ზამთარში უნდა გაიმართოს. ამ იდეას თურმე ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერიც ეთანხმება: “ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს და ფიფას აღმასრულებელი კომიტეტიც მხარს მიჭერს, არ შეიძლება ზაფხულში ყატარში თამაში, - ამბობს ბლატერი, - შესაძლოა, სტადიონები კონდიციონერებით გავაგრილოთ, მაგრამ მთელ ქვეყანას ხომ ვერ გავაგრილებთ? თანაც ფეხბურთელებმა ისეთ პირობებში უნდა ითამაშონ, რომ საშუალება ჰქონდეთ, საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ”.

მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში ჩატარების მთავარი ხელისშემლშლელი ისევ ევროპული ჩემპიონატები იქნება. მაგალითად, ინგლისურ პრემიერლიგაში ზამთრის შესვენება საერთოდ არ არსებობს, დანარჩენ ჩემპიონატებში კი ფეხბურთელებს დასასვენებლად და ძალების აღსადგენად პრაქტიკულად დრო არ დარჩებათ.

 

0.114365