ფეხბურთი

14:52 | 10.04.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ბლაშჩიკოვსკის კეთილი საქმე

“დორტმუნდის” ნახევარმცველის მძიმე ბავშვობა


“დორტმუნდის” ფლანგელმა ნახევარმცველმა, პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა, იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ 11 წლის თანამემამულე ბავშვის დასახმარებლად 60 000 ევრო გაიღო. პოლონელი ბავშვი დომინიკ მლინკოვიაკი სიმსივნითაა დაავადებული, ოჯახი კი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და მკურნალობის თანხა არ ჰქონდა.

ბლაშჩიკოვსკის თავისი კეთილი საქმის აფიშირება არ სურდა და ამის თაობაზე ბავშვის მშობლები გააფრთხილა, თუმცა ბავშვის დედამ მაინც მოუყვა ჟურნალისტებს.

ბლაშჩიკოვსკის ისტორია, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს: 10 წლის იყო, როცა დედა მოუკლეს. ეს საქმე ბლაშჩიკოვსკის მამამ ჩაიდინა... შოკირებული ბავშვი საფეხბურთო ვარჯიშებს შეეშვა და სკოლაშიც აღარ დადიოდა. იაკუბს ბაბუამ უპატრონა და გზაზე დააყენა. ბლაშჩიკოვსკის მამა 15 წელი იჯდა ციხეში, 2011 წელს გაათავისუფლეს, ხოლო 2012 წელს გარდაიცვალა. იაკუბს ის ცოცხალი აღარ უნახავს. მხოლოდ, მეგობრების თხოვნა გაითვალისწინა და დაკრძალვაზე მივიდა.    


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:47 | 28.01.2019
valeri8848 (2622)

ჯოჯის გამონათქვამები სურათებზე რომ არ მოგეთავსებიათ და ცალკე დაგეწერათ ადგილი ვერ იპოვეთ??/// აჭარაბეთის რეკლამისთვის ინახავთ??????????????

18:50 | 28.01.2019
Marco888 (52)

ნახევარი ვერ წავიკითხე . საღოლ ფერები

18:22 | 28.01.2019
CR7NOLE (15561)

თავიან აბსურდში რომ ცხოვრობდნენ მაგიტომ ვერაფერს აღწევდნენ ლიგაზე, ტიპს დღემდე ჯერა რომ ძალიანს საეჭვო ეპიზოდი იყო ბენათიაზე

0.064659