ფეხბურთი

17:19 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლაშჩიკოვსკიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ, “აუგსბურგთან” მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

28 წლის ფეხბურთელმა, მოედანზე მხოლოდ ექვსი წუთი გაატარა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. ამ დროს, მას ხელი მარჯვენა მუხლზე ეკიდა.

ბლაშჩიკოვსკიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაადასტურა ექიმების ყველაზე ცუდი ვარაუდი - მას მუხლქვეშა ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი.

“ეს სიმართლეა. დიდი წუხილის მიუხედავად, ექიმების წინასწარი ვარაუდი დადასტურდა. ხუთშაბათს ოპერაცია მელოდება და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებ ბრძოლას მოედანზე დასაბრუნებლად”, - დაწერა ფეხბურთელმა.

მსგავსი ხასიათის ტრავმა ხანგრძლივ აღდგენით პროცესს მოითხოვს და მკურნალობის კურსი, მინიმუმ, ექვსი თვე გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, პოლონელი ფეხბურთელისთვის, მიმდინარე სეზონი დასრულდა. ბუნდესლიგის განვლილ 16 მატჩში, ბლაშჩიკოვსკიმ ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115931