ფეხბურთი

19:10 | 24.06.2013 | ნანახია 777 - ჯერ

ბლანს პსჟ-ში დავიდ ლუიზი სურს

ინგლისური პრესის ცნობით, ლორან ბლანი, რომელიც დიდი ალბათობით პსჟ-ს ჩაიბარებს, პარიზულ კლუბში “ჩელსის” მცველის, დავიდ ლუიზის გადაბირებას შეეცდება.

როგორც ცნობილია, პსჟ-ში კარლო ანჩელოტის შემცვლელად ლორან ბლანს განიხილავენ. პარიზულ კლუბთან მოლაპარაკებების არსებობა თავად ფრანგმა სპეციალისტმაც დაადასტურა.

Daily Mail-ის ცნობით, როგორც კი ბლანი პსჟ-ს დამრიგებლად დაინიშნება, ფრანგული კლუბი “ჩელსის” დავიდ ლუიზის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართავს.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დავიდ ლუიზზე დიდ იმედებს არ ამყარებს. ისიც ცნობილია, რომ ბრაზილიელი უკანახაზელის მიმართ ინტერესს “ბარსელონა” იჩენს. სავარაუდოდ, პორტუგალიელი კატალონიური კლუბის გაძლიერებით დიდად დაინტერესებული არაა და არის მოლოდინი, რომ სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, ლონდონელები ბრაზილიელის პსჟ-ში გაშვებას დასთანხმდებიან.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:01 | 08.11.2019
ogafa (10211)

ეს უცვლელია

12:10 | 08.11.2019
lagashi (6738)

სულ მიკვირს ამ ფრანგების, როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი ერის მომავალი, ქვეყანა გაძეძგილია ფერადკანიანებით და არაბებით! იმიტომ უფრო მიკვირს რომ, კანადაში ფრანგ-კანადელებს თუ ინგლისურად დაელაპარაკე და არა ფრანგულად, დიდ კმაყოფილებას ვერ შეამჩნევო-ასე მითხრეს მე. თუ იქ ოკეანის გადაღმა ასე ხაზგასმით ფრანგობენ, თავად საფრანგეთში რას აკეთებენ?

02:50 | 08.11.2019
ogafa (10211)

ყოჩაღ

23:08 | 07.11.2019
O. Mertskhali (8101)

ბოლო-ბოლო ჩაუკრიჭინებია, ფეხბურთელები არა და.. კბილები ))

0.074098
777