ფეხბურთი

1:05 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლანმა ყოფილ გუნდს სძლია

საფრანგეთის ლიგა ერთის პირველ მატჩში ლორან ბლანი იმ გუნდს დაუპირისპირდა, რომელშიც მუშაობის დროსაც, მან, როგორც მწვრთნელმა, სახელი გაითქვა. „პარი სენ ჟერმენს“ ბორდოში იოლი მატჩი არ ჰქონია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე გათამაშებაში, პარიზელებმა ყველაზე მარტივად სწორედ ბლანის ყოფილი გუნდი დაამარცხეს.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა სეზონის ცუდად დამწყებ „ბორდოს“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. 30-ე წუთზე, ზლატანის კარგი გადაცემით მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა მატუიდიმ ანგარიში გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე, კარასოსთან პირისპირ შეყრით უკვე ლუკას მოურამ ისარგებლა. ბრაზილიელს საგოლედ ვერატიმ უპასა.

 

ბორდო-პსჟ 0:2 (0:1)

ბორდო, “შაბან დელმა

ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ობრანი, ობრანიაკი, ნ’გუემო, პოკო, როლანი (მორის-ბელეი 64), სევე (ჟუსიე 73), დიაბატე (საკო 73).

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, დინე, ვერატი, მოტა, მატუიდი, ლუკასი (კომანი 80), იბრაჰიმოვიჩი (კავანი 81), ონგენდა (რაბიო 71).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გოლები: 0:1 მატუიდი (30), 0:2 ლუკასი (64).

გაფრთხილებები: ენრიკე 19, ობრანიაკი 40 - ონგენდა 68, ვერატი 79.

მსაჯი: ენტონი გოტიე (საფრანგეთი).

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 7(1)-14 (7), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-1, ჯარიმა: 14-13.

0.144949