ფეხბურთი

13:40 | 5.06.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ბლანი “რომას” უახლოვდება

საქმე ისე მიდის, რომ მომდევნო სეზონიდან, იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი იქნება. L’Equipe-ს ცნობით, 47 წლის ფრანგი “ჯალორისის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში გამართავს და თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, კონტრაქტზეც შეთანხმდება.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, მხარეები მთავარ საკითხებზე სიტყვიერად უკვე შეთანხმდნენ. ბლანი რომაელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. შესაძლოა, იტალიელებმა ბლანის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება დღესვე გააკეთონ.

ევროპული მედიასაშუალებები “რომას” “ლილის” თავკაც რუდი გარსიასაც უკავშირებენ, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე უდავო ფავორიტი ბლანია.

 

თეგებირომაბლანი

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:07 | 10.12.2013
ჯესი (26029)

კარგია, მევასება ვაარტი )))) ტოტენჰემშიც ვქომაგობდი და ჰამრუგშიც ვქომაგობ ))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070106
სარეკლამო ადგილი - 99
X x X