ფეხბურთი

17:54 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “კავანის ტრავმის ეშინია”

“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის ცუდ ფორმაში ყოფნის მიზეზი ტრავმის შიშია.

მას შემდეგ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო, პსჟ-მ 3 თამაში ჩაატარა და გოლის გატანა მხოლოდ ერთში მოახერხა. კავანიმ, რომელსაც პარიზელთა მაისურით გამართულ 36 მატჩში 22 გოლი ჰქონდა გატანილი, ამ 3 შეხვედარი თავი ერთხელ გამოიჩინა.

“კავანის სერიოზული ტრავმა ჰქონდა. მას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს. ედინსონს რეციდივის ეშინია.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს Canal Plus-ი.

0.116524