“პარი სენ ჟერმენის” მთავარ მწვრთნელს, ლორან ბლანს იმედი აქვს, რომ მისი გუნდის ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასამართი პირველი მატჩისთვის მზად იქნება.
კავანიმ ტრავმა “ბორდოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. მას ბარძაზყის კუნთი აქვს დზიანებული. გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელი შემტევი “მონაკოსთან” და “ლევერკუზენთან” გასამართ დაპრისიპირებებს გამოტოვებს, მაგრამ ლორან ბლანს სხვა გეგმები აქვს.
“კავანი “ნანტთან”, “მონაკოსთან” და “ვალანსიენთან” არ ითამაშებს. ტრავმა მას რამდენიმე კვირით უქმობას აიძულებს. დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ ფეხბურთელის ჯანმრთელობის გარისკვას არ ვაპირებთ. გვინდა, რომ კავანი “ლევერკუზენთან” გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს Goal-ი.
ედინსონ კავანიმ, მიმდინარე სეზონში, რომელიც პსჟ-ში მისთვის სადებიუტოა, 30 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.
“პარი სენ ჟერმენი” და “ლევერკუზენი”, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს 18 თებერვალს, გერმანიაში გამართავენ.