“პარი სენ ჟერმენის” თავკაცი ლორან ბლანი ედენ აზარის ტრანსფერს პესიმისტურად უყურებს, რადგან, მისი თქმით, “ჩელსის” ფეხბურთელის გაშვება არ სურს.
“ედენ აზარი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მაგრამ “ჩელსის” მისი შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი.
გუნდის გასაძლიერებლად არაერთ ვარიანტს განვიხილავთ. რაც შეეხება პრიორიტეტულ ტრანსფერს, ის უკვე განვახორციელეთ და დავიდ ლუისი შევიძინეთ. მორიგ ტრანსფერამდე მოცდა მოგვიწევს.
რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, ვინც შეიძლება დაგვტოვოს – ვფიქრობ, რომელიმე მოთამაშე წასვლის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ მსგავსი ინფორმაცია ჩემამდე ჯერ არ მოსულა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს RMC.