ფეხბურთი

14:56 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა: „ოქროს ლიგაში“ ყველაფერი გაირკვა, „ვერცხლში“ თითქმის

16 მარტს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სათამაშო დღე გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად სპორტკომპლექსმა „არენამ“  უმასპინძლა.

ვერცხლის ლიგის IX ტურის დაწყებამდე, „არენას“ პარკეტზე პირველები „ოქროს ლიგის“ მონაწილეები, „ერისთავის იურიდიული ჯგუფისა“ და „სატრანსპორტო კომპანიის“ გუნდები გავიდნენ, რომლებსაც VII ტურის გამოტოვებული მატჩი ქონდათ სათამაშო.  უხვგოლიანი და დაძაბული დაპირისპირება, "იურისტების" გამარჯვებით, 6-4 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეიოფში, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას, ორ რაუნდიანი დაპირისპირებები გაარკვევს:

ნატახტარი – ალგო

პროგრეს ბანკი – TTC (სატრანსპორტო კომპანია)

DHL  - ერისთავის იურიდიული ჯგუფი

PSP - საქართველოს უნივერსიტეტი

 

რაც შეეხება „ვერცხლის ლიგის“ დასკვნით ტურს.

როგორც მოსალოდნელი იყო, "GM-ჭიათურამ",  იოლად დაამარცხა უკვე „ბრინჯაოს ლიგაში“ დაქვეითებული  "ქართუ ბანკი", 1-5. თუმცა სატურნირო ცხრილში ადგილის გასარკვევად, იმერლებს ერთი გამოტოვებული შეხვედრის ჩატარება მოუწევთ, რომელსაც ისინი „ბი პი“–სთან გამართავენ.

უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, "ლილო-1"-სა და "ნატახტარი 2"–ის დაპირისპირება, რომელშიც "მებაჟეები", რომლებიც ამ ტურამდე  21 ქულით ლიდერობდნენ სატურნირო ცხრილს, 3-4 დამარცხდნენ. მიუხედავად მარცხისა, მათ მაინც შეინარჩუნეს ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი, „ნატახტარი“ კი 19 ქულით „ერისთავის იურიდიული ჯგუფის“ მეორე გუნდს გაუთანაბრდა.

თავის მხრივ „იურისტები“ ლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს, „ვითიბი ბანკს“ დაუპირისპირდნენ,  რომელმაც კვლავ შეძლო დაუმარცხებელის სტატუსის შენარჩუნება, მატჩი ფრედ, 2–2 დასრულდა.

ორივე გუნდს, თითო გამოტოვებული შეხვედრა ელის წინ, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება თუ როგორი იქნება ცხრილის ზედა ოთხეული. „იურისტები“  „საქართველოს ბანკს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „ვითიბი“  „ბი პი“–სთან გაარკვევს ურთიერთობას.

გუშინდელი ტური, სწორედ „მენავთობეებისა“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ გუნდების შეხვედრით დასრულდა. რომელშიც გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა, საბოლოოდ ფრე, 3–3. აღსანიშნავია, რომ გატანილი ექვსი გოლიდან, სამი, მატჩის ბოლო წუთზე(!) გავიდა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ,“ვერცხლის ლიგაში“ საბოლოოდ სიტუაცია, დარჩენილი სამი გადადებული მატჩის გამართვის შემდეგ გაირკვევა:

23 მარტს, თასის ¼ფინალების პარალელურად, „ერისთავი–2“ „საქართველოს ბანკს“ ეთამაშება,  ხოლო  „ვითიბი“ „ბიპი“–სთან ითამაშებს. რაც შეეხება, “GM-ჭიათურისა“ და „ბი პი“–ს დაპირისპირებას, მისი გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

ბომბარდირები

ოქროს ლიგა:

ზურა ცერცვაძე (პროგრეს ბანკი) – 12 გოლი; დავით ნაკანი (ერისთავი) – 9 გოლი; გია ნინოშვილი (ერითავი), გოგლა ჭოხონელიძე (ს.უ) – 7 გოლი; გიორგი დვალი (DHL), აკო ხლაბუსტოვი (პროგრეს ბანკი) – 6 გოლი;

 

ვერცხლის ლიგა:

მიხეილ წეველიძე (ნატახტარი), გიორგი ლეჟავა (ლილო–1) – 13 გოლი; გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 12 გოლი;  მანუჩარ მუმლაძე (GM -ზესტაფონი), მიხეილ გოგბერაშვილი (GM-ჭიათურა) – 10  გოლი; კახაბერ კუჭავა (ერისთავი –2) – 8 გოლი.

 

16.03.2014. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ოქროს ლიგა. (გადადებული შეხვედრა)

ერისთავის იურიდიული ჯგუფი - TTC (სატრანსპორტო კომპანია)  6-4

გოლები: 8წთ, ნაკანი (1-0), 11წთ, ნაკანი (2-0), 14წთ, კ.კუჭავა (3-0), 17წთ, ნაკანი (4-0), 20წთ, კობახიძე (4-1), 24წთ, ოდიკაძე (4-2), 25წთ, დარსაველიძე (4-3), 27წთ, ძაგანია (5-3), 32წთ, კობახიძე (5-4), 36წთ, ნინოშვილი (6-4)

ერისთავი: 22.ალექსი ჯავახიშვილი, 88.ოთარ მგელაძე, 3.ირაკლი სეფერთელაძე, 8.დავით ნაკანი, 96.ზურაბ ძაგანია, 10.გია ნინოშვილი. სათადარიგოები: 7.ლაშა მდივანი, 25.კახაბერ კუჭავა

TTC: 1.ბექა სიბაშვილი, 13.კოტე ოდიკაძე, 7.გურამ ღლონტი, 5.ლაშა კობახიძე, 10. სერგი დარსაველიძე, 121.გიორგი კასრაძე. სათადარიგოები: 2.მიხეილ ზაქაიძე, 131.დიტო დემურაშვილი, 11.ნოდარ ქუქჩიშვილი, 12.გიორგი კელენჯერიძე,  6.კახა გაგუა, 8.ვიქტორ კერესელიძე.

 

16.03.2014. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ვერცხლის ლიგა. IX ტური

ქართუ ბანკი - GM (ჭიათურა) 1- 5

გოლები: 9წთ, შუბითიძე (0-1), 19წთ, რობაქიძე (0-2), 26წთ, გოგოლაძე (1-2), 30წთ, გოგბერაშვილი (1-3), 38წთ, გაფრინდაშვილი (1-4), 39წთ, გოგბერაშვილი (1-5)

ქართუ ბანკი: 1.დავით ნიკოლეიშვილი, 7.გურამ მგელაძე, 18.ბექა ხვედელიანი, 9.კობა გოგოლაძე, 12.სანდრო ძაგნიძე, 10. გიორგი ჩიკვილაძე. სათადარიგოები:19.დიმიტრი ხომერიკი

GM (ჭიათურა):1.გიორგი ბადურაშვილი, 3.დავით შეყილაძე, 4.გიგა კიკვიძე, 5.გოგა ბიწაძე, 6.დავით რობაქიძე, 10.მიხეილ გოგბერაშვილი. სათადარიგოები:7.გიორგი შუბითიძე, 8.ზურაბ გაფრინდაშვილი, 9.გიორგი იაკობიძე, 11.პაატა შეყილაძე

 

ლილო-1 - ნატახტარი-2  3-4

გოლები: 6წთ, სეფერთელაძე (0-1), 12წთ, ლეჟავა (1-1), 14წთ, ლეჟავა (2-1), 25წთ, გოგოხია (2-2), 34წთ, აფაქიძე (2-3), 37წთ, სეფერთელაძე (2-4), 40წთ, ბეტეევი (3-4)

ლილო-1: 22.ვალერი ალასანია, 10.დავით ბეტეევი, 4.გიორგი კვინიკაძე, 6.გიორგი ლეჟავა, 5.თორნიკე კირკიტაძე, 13.თემურ ბასილაშვილი. სათადარიგოები: 3.თენგიზ ჭაფნაძე, 8.თენგიზ კოდიაშვილი, 7.ალექსანდრე ჯეირანაშვილი,  11.გიორგი თინიკაშვილი, 1.ვალერი ტიტოვი

ნატახტარი 2: 12.გიორგი გონგაძე, 4.იაგო კაპანაძე, 8.კახა გოგოხია, 13.კახა ხამხაძე, 10.გიორგი სეფერთელაძე, 14.გიორგი მშვიდობაძე. სათადარიგოები: 77.ბექა აფაქიძე, 17.ზურა ჩიტიშვილი, 26.მიშა წეველიძე, 9.ლევან ღარიბაშვილი

 

ერისთავის იურიდიული ჯგუფი-2 - ვითიბი ბანკი  2-2

გოლები: 24წთ, კ.კუჭავა (1-0), 32წთ, თევზაძე (1-1), 35წთ, ჯობავა (1-2), 38წთ, ტაბატაძე (2-2)

ერისთავი-2: 22.ალექსი ჯავახიშვილი, 2.ოთარ მგელაძე, 3.გია ნინოშვილი, 6.ანრი ტაბატაძე, 7.ლაშა მდივანი, 11.კახაბერ კუჭავა. სათადარიგოები: 17.გიორგი ზარნაძე, 19.რევაზ ბერიძე

ვითიბი ბანკი:26.ნიკოლოზ კავთიაშვილი, 2.ნოდარ მაჭავარიანი, 5.ვალერიან საღირაშვილი, 11.მიხეილ ბუსხრიკიძე, 8.გიორგი ჯობავა, 71.გოდერძი თევზაძე. სათადარიგოები:4.თორნიკე დარსალია, 6.ლაშა ხაინდრავა, 13.ზურაბ შერაზადიშვილი, 15.გიორგი ჩიღოშვილი, 30.თორნიკე ბოჭორიშვილი, 96.დავით აბეჩხრიშვილი

 

BP GEORGIA – CFCP (დანაშაულის პრევენციის ცენტრი)  3-3

გოლები: 13წთ, ხმალაძე (1-0), 18წთ, ნიკოლაიშვილი (1-1), 38წთ, ნიკოლაიშვილი (1-2), 40წთ, გულარიძე (2-2), 40წთ, ალავიძე (2-3), 40წთ, კუჭუაშვილი (3-3)

BP GEORGIA:90.ზურა კუჭუხიძე, 5.ზვიად კუჭუაშვილი, 10.დავით გულარიძე, 7.ალექსანდრე ხოჭოლავა, 11.ზვიად გობეჯიშვილი, 13.გიგი მალაშხია. სათადარიგოები: 1.დავით ხარაძე, 9.მინდია გაბლაია, 8.უჩა ხმალაძე, 40.დავით ჯინჭარაძე, 50.გელა ცქიტიშვილი

CFCP: 1.დავით ბაქრაძე, 5.ირაკლი ხელაძე, 9.მიხეილ ლობჟანიძე, 13. ლევან შერაზადიშვილი, 20.გიორგი ალავიძე, 26. გიორგი ნიკოლაიშვილი. სათადარიგოები: 3.თორნიკე ფურცელაძე, 6.მიხეილ ავეტისოვი, 8. ნუკრი ხითარიშვილი, 23.მიხეილ მიქაშავიძე

 

ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის  მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM–ის  ორგანიზებით  იმართება.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  პარტნიორია, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთი“.

„ვერცხლის ლიგის“  გენერალური სპონსორია „ვი თი ბი ბანკი“.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  ტექნიკური პარტნიორია,  სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო „კომერსანტი 95,5“, რადიო „ჯაკო 96,3“ და ინტერნეტ პორტალები – www.worldsport.ge, www. Geosports.ge  და www.sportall.ge

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164473