ფეხბურთი

16:20 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბიუსკენსი ყენიაზე: “თუნდაც შუაღამეს გააღვიძოთ, ითამაშებს”

გერმანიის ყველაზე პოპულარულ სპორტულ გამოცემა Kicker-ში ლევან ყენიაზეა მცირე ჩანახატი გამოქვეყნდა. “ფორტუნას” მწვრთნელ მაიკ ბიუსკენსის სიტყვებიცაა მოყვანილი, რომელიც ამბობს, რომ 22 წლის ქართველი მის გუნდს კომპაქტურობასა და შემოქმედებით სახეს აძლევს.

“ბურთით ის საუკეთესოა. შეგიძლიათ თუნდაც შუაღამეს გააღვიძოთ და ითამაშებს” - ამბობს ბიუსკენსი.

გამოცემა წერს, რომ ყენია “ფორტუნას” მთავარი იმედია.

“ის რისკიანად თამაშობს. არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს იღებს და ხშირ შემთხვევაში, მისი მოქმედებები არათუ მეტოქის, არამედ თანაგუნდელებისთვისაც მოულოდნელია” - წერს Kicker-ი.

დიუსელდორფის “ფორუნას” დღეს საღამოს II ბუნდესლიგის მერვე ტურის მატჩი ელის, ჰამბურგში “ზანქტ პაულის” ესტუმრება და ყენიაც ითამაშებს. ყენიამ წინა ტურში, დრეზდენის “დინამოსთან” მხოლოდ ბოლო 14 წუთი ითამაშა, რადგან მანამდე მცირე ტრავმა ჰქონდა და მოუმზადებელი გახლდათ. 


0.111274