ფეხბურთი

17:54 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბირჰოფს გერმანიის ნაკრების პერსპექტივის არ სჯერა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ოლივერ ბირჰოფი, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობით უკმაყოფილოა.

საკუთარი მოსაზრება 45 წლის ვეტერანმა Goal-ს გაანდო.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს მარიო გიოტცე, მესუთ იოზილი, ტომას მიულერი და ტონი კროოსი, არ გვყოფნის კლასიკური თავდამსხმელები და ფლანგზე მოთამაშე მცველები. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ლეგიონერი იყო. ეს ჩვენ 2013 წლის ევროპის ახალგაზრდილ ჩემპიონატზე შევიგრძენით, სადაც გერმანია ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდა. გაჩერება არაფრით არ შეიძლება. უნდა ავირჩიოთ კურსი, რომელსაც ბოლომდე გავყვებით. “დორტმუნდისა” და “ბაიერნის” ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლით, ნიჭიერი მოთამაშეები თითქმის არ გვყავს” - შეშფოთებულია ბირჰოფი.

შეგახსენებთ, რომ ბირჰოფმა გერმანიის ნაკრებთან ერთად 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მის ანგარიშზე 70 სანაკრებო მატჩი და 37 გატანილი გოლია.

 

 

0.122226