ფეხბურთი

10:51 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბილიჩმა წმენდა დაიწყო

 

სტამბოლის “ბეშიქთაშის” ხორვატი მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა და საკადრო წმენდას იწყებს.

ქვეყნის ჩემპიონატში “ბეშიქთაში” მეოთხე ადგილზეა და სიტუაციის გამოსასწორებლად კლუბის ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელების შესაძენად სოლიდური თანხის დახარჯვას აპირებს. გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა.

იმისათვის, რომ შეძენილი ფეხბურთელებისთვის ადგილი გამოთავისუფლდეს, ხორვატი სპეციალისტი რამდენიმე მოთამაშის გაშვებას ფიქრობს. Transfermarket.de-ს ცნობით, გარიყულთა შორის არიან იბრაჰიმ ტორამანი, გეკხან სიუზენი, სეზერ ოსტურკი, მეჰმეტ აკგუნი, გიუნაი გიუვენჩი, ჟულიენ ესკიუდე და მაიკლ ენერამო.

შვიდივე ეს ფეხბურთელი გუნდთან ერთად უკვე აღარ ვარჯიშობს და იძულებულია ახალი კლუბები მოძებნოს. შეგახსენებთ, რომ “ბეშიქთაშის” პოტენციურ შენაძენთა შორის სახელდებიან რონალდინიო, ბრაუნ იდეიე და ჯოლეონ ლესკოტი.

0.122201