თბილისის "დინამოს" ახალი მწვრთნელი მიხალ ბილეკი რამდენიმე დღეში შეუდგება მუშაობას. მანამდე კი ჩეხურ Idnes-თან საუბარში განაცხადა, რომ "დინამოს" ბაზა ძალიან მოეწონა.
ბილეკი: "გასულ კვირაში ვიყავი თბილისში, რათა ადგილზე დამეთვალიერებინა ყველაფერი. დიდი შთაბეჭდილება დატოვა კლუბის სავარჯიშო ცენტრმა. მოხარული ვარ, რომ "დინამოში" ვიწყებ მუშაობას".
49 წლის სპეციალისტმა თანაშემწეც აირჩია - 36 წლის ჩეხი მარსელ ლიჩკა, რომელიც ნახევარმცველი გახლდათ და 4 წლის წინ დაასრულა კარიერა. ის ჩეხეთის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. ლიჩკა ერთ-ერთი ჩეხური კლუბის, "კუნიცეს" მწვრთნელი გახლდათ, სადაც ახალგაზრდებთან მუშაობდა. მამამისი კი კარელ ბრიუკნერის თანაშემწე გახლდათ ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც ევრო-2004-ის ნახევარფინალში გავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დასახელებული კანდიდატურებიდან ბილეკი ყველაზე ნაკლებად კვალიფიციურია (საკლუბო ფეხბურთში) ! იმედია გაქაჩავს თუმცა მისი ნამოღვაწარი ამის იმედს არ Iძლევა
მოხარული იქნება აბა რა იქნება რა მაყუთს მოჭრის. ისე ძალიან მაგარი მწვრთნელია და წარმატებები
0?'>http://myposts.net/world/34-courtois-leaves-door-open-to-chelsea-return.html':'>http://myposts.net/world/34-courtois-leaves-door-open-to-chelsea-return.html'))
მაგარს,
ორი მწვრთნელის ხელფასია და შეიძლება თანაშემწეს ხელფასიც მაგაში შედის.
lichkas ramdeni ekneba anazgaureba?
თანაშემწედ ქართველი რომ აერჩია - ბევრად აჯობებდა...
კი ჟვანია უნდა დაეტოვებინა თანაშემწედ.ფიზმომზადების მწვრთნელი მოეყვანა ვინც უნდოდა.
ერთით ნაკლებ დასაქმებულს ავიტანთ როგორმე.
იმედია გაამართლებს კაი კაცი ჩანს) იმედია ფიზიკურად მოამზადებს ბიჯებს როგორც დუშანა შვებოდა ისე