კატალონიის “ბარსელონამ” “დორტმუნდისგან” მატს ჰუმელსთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება მიიღო. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყება.
სავარაუდოდ, ტრანსფერი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაიჩარხება. თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, კატალონიელები 24 წლის მცველს 35 მილიონ ევროდ შეიძენენ.
ცნობისათვის, ჰუმელსს დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა სწორედ 35 მილიონი ევროა.