ფეხბურთი

2:04 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბომბარდირი დიეგო კოსტა

კვირას, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–8 ტური დაიხურა. შეიძლება ითქვას, ოთხივე მატჩში მეტ–ნაკლებად ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა „ბილბაოსა“ და „ვალენსიას“ ჯახი, სადაც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. პირველი ტაიმის მიწურულს, „ღამურების“ ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა.

ვალენსიელებმა საქმე გამარჯევბამდე ვერ მიიყვანეს, რადგან 76–ე წუთზე, ოსკარ დე მარკოსის პასს მიკელ რიკო გამოეხმაურა და ბასკებს ქულა გადაურჩინა – 1:1. საგულისხმოა, რომ პრიმერას მე–8 ტურში, მხოლოდ ერთი ფრე დაფიქსირდა და ისიც ამ მატჩში იყო.

კვლავ ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი დიეკო კოსტა, რომელიც ვიგოს „სელტასთან“ მატჩში დუბლით გამოირჩა. ბრაზილიელ შემტევს, რომელმაც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში აირჩია, ოდნავ რომ გამართლებოდა და თერთმეტმეტრიანი გაეტანა, ჰეთ–თრიქის ავტორიც გახდებოდა.

კოსტამ ანგარიში 43–ე წუთზე გახსნა – ბურთი დაუცველ კარშ იოლად გადაგზავნა და მადრიდელები წინ გაიყვანა. „ატლეტიკოს“ შემტევმა ანგარიში 62–ე წუთზე გაზარდა და ცხადი გახდა, რომ მისი გუნდი 3 ქულას აღარ დათმობდა. საპასუხოდ, „სელტამ“ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა და შესაბამისად, შინ უქულოდ დაბრუნდა – 2:1.

რაც შეეხება დანარჩენს მატჩებს, „სევილიამ“ თავის მოედანზე „ალმერია“ 2:1 დაამარცხა, „ხეტაფემ“ კი, „ბეტისს“ 3:1 სძლია.

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 47000

ატლეტიკო – სელტა 2:1 (1:0)

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი, გაბი (გილავოგი 89), თურანი (როდრიგესი 73), კოკე, სუარესი, კოსტა, ვილია (ოლივერი 58).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სელტა: იოელი, მალიო, კოსტასი, ფონტასი, ოუბინია, ლოპესი (მინა60), რაფინია, ფერნანდესი (ნოლიტო 59), კრონ–დელი, ტონი, შარლესი (მადინდა 69).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: 1:0 კოსტა (43), 2:0 კოსტა (62), 2:1 მინა (71)

გაფრთხილება: გოდინი (81) – შარლესი (66), მალიო (72), ოუბინია (80)

კარში დარტყმა: 23 (12) – 3 (2) ჯარიმა: 12 - 16 კუთხური: 13 - 0 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 1 – 10

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 32000

სევილია – ალმერია 2:1 (1:1)

სევილია: ბეტუ, პარეხა, ფასიო, ფიგეირაში, მორენო, რაკიტიჩი, მარინი, იბორა (კრისტოფორო 71), სამპერიო ტროხოვსკი 82), რაბელიო, გამეირო (ბაკა 46).

მწვრთნელი: უნაი ემერი

ალმერია: ესტებანი, ნელსონი, კრისტიანი, დებარბიერი, პელერანო, ტრუხილიო, ვერსა, ტებარი (აზიზი 58), ვიდალი (ბარბოსა 64), სუსო (სორიანო 88), როდრი.

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

გოლი: გამეირო (6), 1:1 როდრი (23), 2:1 რაკიტიჩი (90)

გაფრთხილება: იბორა (31), მორენო (71), ფასიო (78), კრისტოფორო (90) – ვერსა (13), როდრი (20), კრისტიანი (52), სორიანო (90)

კარში დარტყმა: 22 (6) – 11 (4) ჯარიმა: 14 - 9 კუთხური: 12 - 3 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 3 – 4

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 8000

ხეტაფე – ბეტისი 3:1 (3:0)

ხეტაფე: მოია, რუანო (ლოპო 79), ლოპესი, ლაგო, აროიო, ბორხა, პედრო ლეონი (გავილანი 35), კასტრო, მოსკერა, სარბია, კოლუნგა (მარიკა 70).

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

ბეტისი: სარა, ნაჩო, ჩიკა, პაულანი, ამაია, ვერდუ (ჩული 75), ტორესი (ვადილიო 46), მატილია, იგებორი, ხუანფრანი (მაბვატი 46), მოლინა.

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლი: 1:0 პედრო ლეონი (16), 2:0 პედრო ლეონი (23), 3:0 კოლუნგა (27), 3:1 ლოპესი (ს.კ 51)

გაფრთხილება: ლოპესი (43), აროიო (45), რუანო (74) – ტორესი (32), მაბვატი (79), იგებორი (90)

კარში დარტყმა: 11 (5) – 15 (4) ჯარიმა: 19 - 14 კუთხური: 5 - 10 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 40% - 60% სეივი: 3 – 2

 

ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 37000

ბილბაო – ვალენსია 1:1 (0:1)

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, საბორიტი, ლაპორტი, გურპეგი, სუსაეტა, ბენიატი (იტურასპე 64), რიკო, ერერა (ადურისი 46), დე მარკოსი, მუნიაინი (ტოკერო 72).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ვალენსია: გუაიტა, კოშტა, მატიე, ბარაგანი (რუისი 79), გუარდადო, ფუეგო, ბანეგა, ფეგული, პაბონი (კანალესი 75), ჟონასი, ალკასერი (პოშტიგა 72).

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლი: 0:1 ბანეგა (43), 1:1 რიკო (76)

გაფრთხილება: საბორიტი (27), გურპეგი (45) – ფეგული (20), გუარდადო (38)

კარში დარტყმა: 13 (5) – 10 (5) ჯარიმა: 6 - 5 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 4 – 4

 

1. ბარსელონა 8 8 0 0 28:6 24
2. ატლეტიკო 8 8 0 0 21:6 24
3. რეალი 8 6 1 1 17:9 19
4. ვილიარეალი 8 5 2 1 15:7 17
5. ხეტაფე 8 4 1 3 12:11 13
6. ბილბაო 8 4 1 3 13:13 13
7. ვალენსია 8 4 1 3 11:11 13
8. ესპანიოლი 8 3 2 3 11:11 11
9. ლევანტე 8 2 4 2 8:14 10
10. მალაგა 8 2 3 3 11:7 9
11. სევილია 8 2 3 3 13:14 9
12. ელჩე 8 2 3 3 8:11 9
13. ბეტისი 8 2 2 4 8:10 8
14. გრანადა 8 2 2 4 5:8 8
15. სოსიედადი 8 1 4 3 6:9 7
16. სელტა 8 1 3 4 8:12 6
17. ვალიადოლიდი 8 1 3 4 7:13 6
18. ოსასუნა 8 2 0 6 6:13 6
19. რაიო 8 2 0 6 6:21 6
20. ალმერია 8 0 3 5 11:19 3

 

 

შემდეგი ტური:

19 ოქტომებერი: რეალი – მალაგა, ვალენსია – სოსიედადი, ოსასუნა – ბარსელონა, ესპანიოლი – ატლეტიკო.

20 ოქტომბერი: გრანადა – ხეტაფე, ალმერია – რაიო, ბეტისი – ელჩე, ვალიადოლიდი – სევილია.

21 ოქტომბერი: სელტა – ლევანტე, ბილბაო – ვილიარეალი.

ბომბარდირები: კოსტა („ატლეტიკო“) – 10, მესი („ბარსელონა“) – 8, რონალდუ („რეალი“) – 7, პედრო („ბარსელონა“) – 5.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117226