ბასკურმა “ბილბაომ” კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი ბენიატ ეჩებარია დაიბრუნა. ბილბაოელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ნახევარმცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, “ბეტისი” ბენიატის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს მიიღებს.
ბენიატს “ბილბაოს” პირველ გუნდში მხოლოდ 1 თამაში აქვს ჩატარებული. 2009 წელს ის “ბეტისში” გადავიდა, რომლის მაისურით, ლა იგაში, 105-ჯერ ითამაშა და 14-ჯერ გაიტანა.