„ბილბაო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. ბასკურმა გუნდმა, საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო მატჩში, „ნაპოლი’“ საკუთარ კედლებში დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ერთი კვირის წინათ, ნეაპოლში, გუნდებმა 1:1 ითამაშეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ბილბაოს“, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, უგოლო ფრეც ჰყოფნიდა. თუმცა, მე-2 ტაიმის დასაწყისში, მარეკ ჰამშიკმა საჯარიმოს წინა ხაზიდან ზუსტად დაარტყა და 2 მატჩის ჯამში უპირატესობა „ნაპოლის“ მოუპოვა.
„ბილბაოს“ გასათანაბრებლად დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა. 61-ე წუთზე, ბასკებმა კუთხური მოაწოდეს, ხოლო ნეაპოლელებმა ადურისს ბურთის დამუშავებისა და ზუსტად დარტყმის საშუალება მისცეს.
„ნაპოლის“ ფეხბურთელები გაშვებულმა გოლმა ძალიან დააბნია. 69-ე წუთზე, სტუმართა მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი ქმედების გამო, ადურისი ცარიელი კარის წინ აღმოჩნდა და წინ „ბილბაო“ გაიჭრა.
5 წუთში, იტალიელებმა კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვეს. ემერიკ ლაპორტეს გადაცემის შემდეგ, სტუმრებმა ფეხბურთის თამაშს უქმად ყოფნა ამჯობინეს და შეცვალზე შესული იბაი გომესი მეკარესთან პირისპირ გავიდა. შედეგად, „ბილბაო“ 2 მატჩის ჯამში 2 ბურთით დაწინაურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ლაპორტეს გადაცემის დროს, ერთ-ერთი ბასკი ფეხბურთელი პასიურ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ ის ნეაპოლელთა მცველების ქმედებაზე ზეგავლენას აშკარად ახდენდა და არბიტრს გოლის გაუქმების საფუძველი ჰქონდა.
დღის გმირი „ლუდოგორეცის“ რუმინელი ცენტრალური მცველი კოზმინ მოტია. ბულგარელებს პირველი თამაში 0:1 ჰქონდათ წაგებული. სოფიაში გამართული თამაშის დასრულებას ბევრი აღარაფერი უკლდა, როდესაც მოედანზე 5 წუთის გამოჩენილმა ვანდერსონმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და 2 მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. ეს 90-ე წუთზე მოხდა.
გუნდები უკვე თერთმეტმეტრიანების სერიისთვის ემზადებოდნენ, როდესაც, მე-2 დამატებითი ტაიმის ბოლოსწინა წუთზე, ბულგარელებს მეკარე გაუგდეს. „ლუდოგორეცს“ სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდა და მწვრთნელი იძულებული გახდა პენალტების სერიაში კარის დაცვა მოედნის ერთ-ერთი ფეხბურთელისთვის მიენდო. ეს ფეხბურთელი ამპლუით მცველი კოზმინ მოტი აღმოჩნდა, რომელმაც თანამემამულეებს 2 დარტყმა აუღო და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეჩვიდმეტედ გავიდა „არსენალი“, რომელმაც „ბეშიქთაშთან“ გამართული მე-2 თამაშიც კაცნაკლულმა ჩაამთავრა. ლონდონელები რიცხობრივ უმცირესობაში 75-ე წუთზე, დებუშის მიერ მე-2 ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ დარჩნენ. ამ დროსითვის, „არსენალი“ უკვე იგებდა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, ალექსის სანჩესმა ჯეკ უილშირს დარტყმა არ დაანება და როგორც გაირკვა, ჩილელი სწორად მოიქცა - „მეთოფეების“ რიგებში მისმა სადებიუტო გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
ერთი კვირის წინათ წაგების მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გავიდა „მალმიო“, რომელმაც „ზალცბურგი“ გაანადგურა. შვედები მე-19 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში როზენბერგმა თერთმეტმეტრიანით გახსნა, ხოლო ერიკსონმა, შორიდან დარტყმით, ბრწყინვალე გოლი გაიტანა. შეხვედრის მიწურულს, როდესაც „ზალცბურგის“ ერთი გოლი თამაშს დამატებით ტაიმებში გადაიყვანდა, როზენბერგმა დუბლი შეასრულა და ცხადი გახდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე „მალმიო“ ითამაშებდა.
ძალზე იოლად იმარჯვა „ლევერკუზენმა“. გერმანელებს „კოპენჰაგენთან“ გამართული პირველი თამაში 3:2 ჰქონდათ მოგებული, ხოლო საკუთარ კედლებში მათ მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. პირველ ტაიმში ანგარიში უკვე 3:0 იყო. მე-2 წუთზე ანგარიში სონმა გახსნა, ხოლო 5 წუთში თავი ჩალჰანოღლუმ გამოიჩინა. შესვენებამდე თავისი გოლი კისლინგმაც გაიტანა, რომელმაც მე-2 ტაიმში დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მალმიო-ზალცბურგი 3:0 (2:0) (პირველი მატჩი 1:2)
მალმიო, “შვედბანკ სტადიონი”
მალმიო (4-4-2): ოლსენი, ტინერჰოლმი, იოჰანსონი, ელანდერი, კონატე, კიეზე ტელინი (მეჰმეტი 72), ადუ, ჰალსტი, ფორსბერგი, როზენბერგი, ერიკსონი (კროონი 73).
მწვრთნელი: აგე ჰარეიდე.
ზალცბურგი (4-4-2): გულაცსი, შვეგლერი, რამალიო, ილსანკერი, ჰინტერეგერი, კამპლი, ლაიტგები (ლაზარ 78), კეიტა (ანკერსენი 46), ბრუნო (საბიტზერი 66), სორიანო, ალანი.
მწვრთნელი: ადი ჰუტერი.
გოლები: 1:0 როზენბერგი (11, პენ), 2:0 ერიკსონი (19), 3:0 როზენბერგი (84).
გაფრთხილებები: კონატე 70 - კეიტა 31, ლაიტგები 58, კამპლი 63.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 6 (3)-18 (4), კუთხური: 6-8, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-0, ჯარიმა: 12-16.
ლუდოგორეცი-სტიაუა 1:0 (პენ: 6:5) (პირველი მატჩი 0:1)
სოფია, “ვასილ ლევსკი”
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი, კაიჩარა, ტერზიევი, მოტი, მინევი, დიაკოვი, ესპინიო, მისიჯანი (ვანდერსონი 85), მარსელინიო, ალექსანდროვი (აბალო 77), ბეზიაკი (იუნესი 77).
მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი.
სტიაუა (4-2-3-1): არლაუსკისი, რაპა, სზუკალა, ვარელა, ლატოვლევიცი (პარვულესკუ 67), პრეპელიტა, ბრეეველდი, პოპა, სანმარტეანი (ფილიპი 83), ტანასე (სტანჩიუ 5), კეზერუ.
მწვრთნელი: კონსტანტინ გალკა.
გოლი: 1:0 ვანდერსონი (90).
გაფრთხილებები: ტერზიევი 40, მოტი 57, სტოიანოვი 73, ბეზიაკი 77 - ლატოვლევიცი 60, ბრეეველდი 72, პარვულესკუ 89, პრეპელიტა 100.
გაძევება: სტოიანოვი 119.
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 20 (10)-12 (1), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 0-3, სეივი: 1-9, ჯარიმა: 22-28.
არსენალი-ბეშიქთაში 1:0 (1:0) (პირველი მატჩი 0:0)
ლონდონი, “ემირეითსი”
არსენალი (4-1-4-1): შჩეზნი, დებუში, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი, ფლამინი, ჩემბერლენი, კასორლა, უილშერი, იოზილი (ჩემბერსი 76), სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
ბეშიქთაში (4-3-3): ძენგინი, კოიბასი, ფრანკო, გულუმი, მოტა, ჰაჩინსონი, ოზიაკუპი, კავლაკი (უისალი 77), პეკტემეკი (ტოსუნი 87), ბა, შაჰანი (ტორე 63).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი.
გოლი: 1:0 სანჩესი (45+1).
გაფრთხილებები: დებუში 14, ჩემბერსი 76, შჩეზნი 86 - კავლაკი 23, ოზიაკუპი 32, ფრანკო 59, გაჩინსონი 79, უისალი 85, ტორე 90.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13 (5)-6 (0), კუთხური: 4-0, თამაშგარე: 0-2, სეივი: 0-4, ჯარიმა: 14-13.
ლევერკუზენი-კოპეჰნაგენი 4:0 (3:0) (პირველი მატჩი 3:2)
ლევერკუზენი, “ბაიარენა”
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჟედვაი, სპაჰიჩი, თორფაქი (პაპადოპულოსი 54), ბოენიში, კასტრო, როლფესი (რაინარტცი 65), ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი (დრმიჩი 73).
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი.
კოპენჰაგენი (4-2-3-1): ანდერსენი, ჰოგლი, ანტონსონი, იორგენსენი, ბენგტსონი, ამანკვა (პურიე 75), დელენი, კლაუდემირი, ტუტუჰი (გისლასონი 58), კადრი, კორნელიუსი (დე რიდერი 46).
მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი.
გოლები: 1:0 სონი (2), 2:0 ჩალჰანოღლუ (7), 3:0 კისლინგი (31, პენ), 4:0 კისლინგი (65).
გაფრთხილებები: ამანკვა 30, დე რიდერი 90+2.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 17 (9)-3 (0), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-5, ჯარიმა: 12-12.
ბილბაო-ნაპოლი 3:1 (0:0) (პირველი მატჩი 1:1)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტე, ბალენსიაგა, იტურასპე, რიკო, სუსაეტა (ლოპესი 72), ეჩებარია (იბაი 58), მუნიაინი (სან ხოსე 85), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.
ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი (ბრიტოსი 56), ჟორჟინიო, გარგანო, კალიეხონი, ჰამშიკი (ინსინიე 70), მერტენსი (საპატა 77), იგუაინი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გოლები: 0:1 ჰამშიკი (47), 1:1 ადურისი (61), 2:1 ადურისი (69), 3:1 იბაი (74).
გაფრთხილებები: სუსაეტა 30 - გულამი 39, იგუაინი 43, გარგანო 87.
მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 12 (5)-7 (2), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-2, ჯარიმა: 16-15.