ფრანგულმა “მარსელმა” არგენტინელ სპეციალისტ მარსელო ბიელსას გუნდის გაწვრთნა შესთავაზა. RTL-ს ცნობით, “ბილბაოს” ყოფილმა დამრიგებელმა მოსაფიქრებლად 7 დღე ითხოვა.
მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ბიელსამ დრო ითხოვა, საფრანგეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. არგენტინელი გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს და 15 აპრილამდე საჯაროდაც განაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, ბიელსა უმუშევარი გახლავთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიუხედავად იმისა რომ მარსელის დაუდძინებელი მტერის პსჟ-ს გულშემატკივარი ვარ ძალიან მინდა რომ ისეთ საფეხბურთო ქალაქს როგორიც მარსელია კარგი გუნდი ყავდეს. იქნებ ამ გუნდსაც გამოუჩნდეს კარგი ინვესტორი.