სხვა

23:25 | 15.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბიჭებმა გოგონებს აჯობეს

ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე, მეორე საშეჯიბრო დღეს, გიგანტურ სლალომში ვაჟებმა იასპარეზეს. ქართველ სპორტსმენთაგან სტარტზე ნიკოლოზ კოზანაშვილი, ზურაბ ბაქრაძე და კახა კურტანიძე დადგნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ გოგონებისგან განსხვავებით, ბიჭებმა მეტნაკლებად უკეთესი შედეგი აჩვენეს. 77 მონაწილეს შორის კურტანიძემ – 62-ე (2.01.80), ზურაბ ბაქრაძემ – 57-ე (1.54.80), ხოლო ნიკოლოზ კოზანაშვილმა 49-ე (1.51.01) ადგილები დაიკავეს. იმედია, ჩვეულებრივ სლალომში, რომელიც ხვალ გაიმართება, ქართველი სპორტსმენები კიდევ უფრო უკეთ იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170581