საფრანგეთის ჩემპიონატში, კვირა დღეს ჩატარებულ 7 თამაშში 27 გოლი გავიდა. ეს მატჩში საშუალოდ თითქმის 4 ბურთს ნიშნავს, რაც ლიგა ერთისთვის ძალიან ბევრია.
ყველაზე საინტერესო თამაში „ლორიანმა“ და „მონპელიემ“ გამართეს. ანგარიში, 26-ე წუთზე, სტუმრებმა გახსნეს, როდესაც კაბელამ სოლორეიდს ზუსტი დარტყმა მოაყოლა. 3 წუთში „მონპელიე“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევის გამო ჟურდრენი მოედნიდან გააძევეს, ხოლო ალიადიერმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა.
რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, მე-2 ტაიმში, „მონპელიემ“ 3 გოლის გატანა მოახერხა. 87-ე წუთზე, „ლორიანი“ 3 ბურთით აგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კრისტიან გურკუფის შეგირდებმა ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს. თავი ჯერ მონე-პაკემ გამოიჩინა, ხოლო შემდეგ შეცვლაზე შესული აბუბაკარის ჯერი დადგა. კამერუნელმა ფეხბურთელმა, 18 მეტრიდან იმ დროს დაარტყა, როდესაც კარის წინ 11 მოთამაშე იმყოფებოდა, მაგრამ ბურთი კარში მაინც აღმოჩნდა. მე-3 დამატებულ წუთზე, აბუბაკარმა, თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი მკერდით მიიღო და მიწაზე დაუშვებლად მას ადგილი მეტოქის კარში მიუჩინა.
8 გოლი გავიდა „ვალანსიენისა“ და „ნანტის“ შეხვედრაშიც. სტუმრებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა 2 გოლი კი გაიტანეს, მაგრამ თავად კვლავ 3 გაუშვეს და 2:6 წააგეს.
ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო „მონაკომ“, რომელმაც მე-2 ადგილი გაიმყარა. რანიერის გუნდმა 3 ქულა დიმიტარ ბერბატოვის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიპოვა. „ნიცასთან“ გამართული შეხვედრის მე-5 წუთზე, ბულგარელმა თავდამსხმელმა, მახვილი კუთხიდან, ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო და გუნდს ლამაზი გოლით მოაგებინა.
ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს, „მარსელსა“ და „ლილს“ შორის გაიმართა. მასპინძელ გუნდს შანსი ჰქონდა „ლიონს“ ქულებით გათანაბრებოდა, ხოლო სტუმარს - მე-2 ადგილისთვის ბრძოლა გაეგრძელებინა, მაგრამ მიზანს ვერცერთმა მიაღწია.
ლიგა ორში ოფიციალურად გავარდა „აიაჩო“. კრისტიან ბრაკონის გუნდი ცხრილის შუაში მყოფ „ბასტიას“ ეწვია 1:2 დამარცხდა.
ბოლო 5 თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, 3 ქულა აიღო „ბორდომ“, რომელმაც „გენგამს“ ზედიზედ მე-3 მარცხი აგემა. თამაშის გმირად შეიკ დიაბატე იქცა. 25 წლის შემტევმა 3 გოლის გატანა პირველ 26 წუთში მოახერხა. სტუმრებმა ერთი ბურთი შესვენებამდე გაქვითეს, მაგრამ მე-2 ტაიმში კიდევ 2-ჯერ გაუშვეს.
მონაკო-ნიცა 1:0 (1:0)
მონაკო, “ლუი II”
მონაკო (4-1-2-3): სუბასიჩი, ფაბინიო, კარვალიო, აბდენუ, რაგი, ტულალანი, მოუტინიო, ობადი, როდრიგესი (დირარი 75), ბერბატოვი (რივიერი 85), ჟერმენი (კონდოგბია 65).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, ჟენევუა, ბოდმე, კოლოძიეშაკი, მენდი, დიგარი, პიე (ბრულსი 57), ეისერიკი (პუელი 88), ბოტეკი, მოპეი (სვიტანიჩი 57).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
გოლი: 1:0 ბერბატოვი (5).
გაფრთხილებები: მოუტინიო 47 - კოლოძიეშაკი 80, სვიტანიჩი 87.
მსაჯი: ლორან დუამელი.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13 (3)-14 (5), კუთხური: 2-9, თამაშგარე: 1-1, სეივი: 5-2, ჯარიმა: 12-15.
ბასტია-აიაჩო 2:1 (1:1)
ფურიანი, “არმან სეზარი” 14153
ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, დიაკიტე, სკილაჩი, მოდესტო, რომარიკი, კაუზაკი (საბლი 77), იატაბარე, რასპენტინო (სისე 77), ბუდებუზი, კაზრი, ბრუნო (ილანი 90+2).
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
აიაჩო (4-1-2-3): ოჩოა, ბონარი, დიელნა, ფატი, ენგბარი, გონსალვესი (მორაკინი 90+1), ანდრე, მოსტეფა, ტალო (ოლიეში 74), ლასნე, კამარა (ლეკა 66).
მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.
გოლები: 0:1 კამარა (4), 1:1 რასპენტინო (32), 2:1 სკილაჩი (89).
გაფრთხილებები: დიაკიტე 17, მოდესტო 28 - ფატი 40, ენგბარი 67.
მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 13 (6)-9 (2), კუთხური: 7-0, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 22-26.
ბორდო-გენგამი 5:1 (3:1)
ბორდო, “შაბან დელმა” 18046
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, სანე, ენრიკე, ორბანი, როლანი, სერტიჩი (ბიოგო პოკო 75), ტრაორე, მორის-ბელე, დიაბატე (ფობერი 76), ჟუსიე (ოარო 72).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გენგამი (4-1-2-3): სამასა, დოს სანტოსი, სერდანი, სორბონი, ლემეტრი (სანკო 73), დიალო (სანკარე 63), ატიკი, ჟირესი, დუნიამა (დემბელე 60), იატაბარე, ბოვუ.
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
გოლები: 1:0 დიაბატე (8), 2:0 დიაბატე (20), 3:0 დიაბატე (26), 3:1 დიალო (29), 4:1 ჟუსიე (48), 5:1 როლანი (68, პენ).
გაფრთხილებები: სერტიჩი 63 - დოს სანტოსი 52, დიალო 60, სერდანი 70.
მსაჯი: ფილიპ კალტი.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 10 (9)-7 (2), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-5, სეივი: 1-4, ჯარიმა: 16-20.
ლორიანი-მონპელიე 4:4 (1:1)
ლორიანი, “მუსტუა” 16019
ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა, ეკუელ მანგა, ლოტოა, გერეირო, სუნუ (პელე 67), დუკურე (აბუბაკარი 57), ბურილონი, მონე-პაკე, ალიადიერი, ტრაორე (დიალო 78).
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, დეპლანი, ილტონი, კონგრი, ტიენე, მარტინი, სტამბული, სანსონი (პიონიე 31), კაბელა, მუნიე (დეზა 5), ნიანგი (მარვო 68).
მწვრთნელი: როლან კურბისი.
გოლები: 0:1 კაბელა (26), 1:1 ალიადიერი (31, პენ), 1:2 ნიანგი (56), 1:3 დეზა (78), 1:3 კაბელა (80), 2:4 მონე-პაკე (87), 3:4 აბუბაკარი (90), 4:4 აბუბაკარი (90+3).
გაფრთხილებები: ლოტოა 37, ბურილონი 66 - ტიენე 49, დეპლანი 53.
გაძევება: ჟურდრენი 29.
მსაჯი: ფრედი ფოტრელი.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 13 (7)-12 (5), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 5-3, სეივი: 1-3, ჯარიმა: 12-11.
რეიმსი-სოშო 0:1 (0:1)
რეიმსი, “ოგუსტ დელონ II” 14493
რეიმსი (4-4-2): აგასა, მანდი, კონტე, ვებერი, თურანი (ატარი 82), ფორტე, დევო, კრიშოვიაკი, დიეგო (აიტე 70), შაბრონიე (კურტე 65), დე პრევილი.
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
სოშო (4-2-3-1): პელე, ფოსურიე, სუნზუ, კანტი (ზუმა 90), მარანჟი, პრჩიჩი (ილაიმაჰარიტრა 76), სინკალა, კორშია, რუდე, კონტუ (ბაკამბუ 73), ჯ. აიუ.
მწვრთნელი: ერვ რენარი.
გოლი: 0:1 კორშია (41).
გაფრთხილებები: დე პრევილი 84 - სინკალა 48.
მსაჯი: სტერფან ჟოშემი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 18 (4)-7 (3), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 11-15.
ვალანსიენი-ნანტი 2:6 (0:3)
ვალანსიენი, “ენო” 13972
ვალანსიენი (4-3-3): ნოვაესი, ნერი, მეჯანი, კაგელმახერი, მასუაკუ, დუკურტიო, ენზა იამისი (პუჟოლი 46), დუმბია, ნგეტე (დოსევი 51), ბაებეკი, მელიკსონი.
მწვრთნელი: არიელ ჟაკობსი.
ნანტი (4-2-3-1): რიუ, ვერეტო, ჯიჯი, ვისკარონდო, ვეინო, დო, ალჰადური, ოდელი (ბანგურა 46), ბედოია, გაკპე (ნიკოლიტა 67), შეხტერი (არისტეგიეტა 61).
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
გოლები: 0:1 ოდელი (25), 0:2 ბედოია (41), 0:3 გაკპე (44), 0:4 გაკპე (54), 1:4 მეჯანი (79), 2:4 ბაებეკი (83), 2:5 მეჯანი (86, ს.კ.), 2:6 ნიკოლიტა (89).
გაფრთხილება: მეჯანი 53.
მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 17 (9)-9 (7), კუთხური: 11-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-7, ჯარიმა: 12-13.
მარსელი-ლილი 0:0
მარსელი, “ველოდრომი”
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ჯეჯე, ნ’კულუ, მენდესი, მენდი, რომაო, შეირუ, კალიფა (ტოვინი 61), ვალბუენა (პაიე 73), ა. აიუ, ჟინიაკი.
მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.
ლილი (4-1-3-2): ენიეამა, ბერია, კიაერი, როზენალი, სუარე, მავუბა, გეიე, მარტინი (მეიტე 72), დელაპლასი, ორიჟი (როდელინი 90+2), კალუ (მენდესი 82).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გაფრთხილება: მენდესი 49.
მსაჯი: ტონი შაპრონი.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 8 (3)-5 (2), კუთხური: 10-1, თამაშგარე: 4-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 21-18.