ძიუდო

21:32 | 11.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბეთქილ შუკვანი მსოფლიოს თასის ჩემპიონია

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა თბილისის მსოფლიოს თასის ოქროს მედალს ობერვარტის მსოფლიოს თასის ოქროც მიამატა. საქართველოს ნაკრების წევრმა ავსტრიულ ტატამზე 5 მეტოქის დასამარცხებლად 6 წუთი და 23 წამი იკმარა.
პაატა მერებაშვილსა (60 კგ) და ზებედა რეხვიაშვილს (73 კგ) კი მსოფლიოს თასის კვარცხლბეკზე ასასვლელად თითო მოგება დააკლდათ - ორივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდნენ.
შუკვანმა პირად რეიტინგს 100 ქულა შემატა. ხოლო რეხვიაშვილმა და მერებაშვილმა 20-20 ქულა გამოიმუშავეს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.08891