თურქეთის სუპერლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა, სტამბოლოს “ბეშიქთაშს” სასჯელი შეუმსუბუქა.
შეგახსენებთ, რომ მე-5 ტურში “გალათასარაისთან” მიმდინარე მატჩის უკანასკნელ წუთებზე, “არწივების” გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ და მსაჯთა ბრიგადასა და ფეხბურთელებს შეუტიეს, რის შემდეგაც, მთავარმა არბიტრმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სუპერლიგის სადისციპლინო კომიტეტმა “ბეშიქთაში” ოთხი საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებით დასაჯა. სტამბოლელებმა სასჯელი გაასაჩივრეს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მომდევნო ოთხი საშინაო თამაშის განმავლობაში, სტადიონზე მამაკაცების შეშვება აკრძალული იქნება, სამაგიეროდ, ტრიბუნებზე ქალებსა და ბავშვებს დაუშვებენ.
დაისაჯა “ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩიც, რომელიც აქტიურად გამოხატავდა უკმაყოფილებას მსაჯთა ბრიგადის მიმართ. მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დედა აღარ ყვავს ეშმაკებს! ფერგის მოსვლამდე ასე გამყოფოთ ფეხბურთის ღმერთმა!
ყავს
ერთი მხრივ ასეთი სიტუაცია კარგია ლივერპულისთვის,სანამ მანჩესტერში ასეთი არეულობაა შანსი აქვთ ჩემპიონობებით გაუთანაბრდნენ და ისევ გახდნენ ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი,მაგრამ გარეთ მხდალი და შინ ძლიერი სიტი არ გვახარებს!
ახლა განსხვავებულად ვფიქრობ,მემგონი ატლეტიკოს სულშერი უფრო გამოაგდებდა,ვიდრე ეს პროფესორი რანგნიკი.ამ ძალად პროფესორს შანსი არ აქვს სიმეონესთან,ჩემი აზრით!